თამუნა ვაშალომიძე Fashion week-ზე ტრუსის გარეშე მივიდა - ყველა მე მიყურებდა

თამუნა ვაშალომიძე ჟურნალისტებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამჯერად მოდელმა Fashion week-ზე ეპატაჟური და ექსტრავაგანტული კაბით გაგვაოცა.

მისმა სამოსმა ელვისებური სისწრაფით მიიქცია ყურადღება. გულახდილი კაბა ხაზს უსვამდა თამუნას ქალურ ფორმებს. ინტერნეტსაიტებსა და მოდის ჟურნალებს თვალს თუ გადაავლებთ ამ კაბის ანალოგს ,,ვერსაჩეს" ერთ-ერთ კოლექციაში იხილავთ.


თამუნა: ,, როდესაც მოსასხამი გავიხადე მივხვდი რომ დარბაზი გაჩერდა, გაირინდა, ყველა მე მიყურებდა. კომპლიმენეტები არა მარტო მამაკაცებისგან, არამედ ქალებისგანაც მივიღე, ისინი აღნიშნავდნენ რომ ორიგინალურად გამოვიყურებოდი. რა თქმა უნდა, ცოტა წაიჭორავეს კიდეც.

ასეთი თამამი ნაბიჯები მუდამ ხდება განხილვის თემა. ერთი ბიჭი მოვიდა და მკითხა ,,ღადაობო?" გააკვირვა იმან რომ საცვალი არ მეცვა, უკანალის დიდი ნაწილი მიჩანდა." - გვითხრა მოდელმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამუნას კაბით დაბნეულმა ერთ-ერთმა მამაკაცმა მის საჯდომზე შეხება სცადა, მაგრამ ეს მცდელობა კრახით დასრულდა. იგი დაცვამ სასწრაფოდ გარეთ გაიყვანა და, როგორც ამბობენ, ერთი-ორი გემრიელადაც უთავაზა. ჭორი ვაშალომიძესთან გადავამოწმეთ.
,, - მართალია. მსგავსი შემთხვევა იყო. უკნიდან მომიახლოვდა, ხელის წამორტყმა უნდოდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. (იცინის)."
ქართველმა კაცებმა უნდა გაითავისონ, რომ ერთია როცა ,,თვალს წყალს დაალევინებ," მეორეა როდესაც მოქმედებაზე უტიფრად გადადიხარ. ქალებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ, მაგრამ ამასთან ერთად მიუწვდომლობას ინარჩუნებენ.