ასეთი ცვლილება თიკამ მას შემდეგ შეიტანა საკუთარ გარეგნობაში, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი
ყოფილი მეუღლე ბექა ხოფერია, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოსკოვში წავიდა სასწავლებლად, შეყვარებულია.
როგორც ამბობენ, ბექას რჩეული - ინა ოსიპოვაა. უცნობია, როგორ გაიცნო ბექა ხოფერია, რომელიც როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, ძალიან უყვარს.
ბექა კი ახალ სიყვარულზე ვრცლად არ საუბრობს. ჟურნალისტებთან საუბრისას მოკლედ ამბობს, რომ უყვარს და ბედნიერია.