გურჯაანის გამგეობასთან წიწილიანი კვერცხები ისროლეს (ფოტო)

გურჯაანის გამგეობასთან დაპირისპირება გრძელდება. "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს კვერცხები ისროლეს, სადაც წიწილი აღმოჩნდა. დაპირისპირება გამგეობის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოჩენამ გამოიწვია. ირმა ნადირაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი გამგეობის შენობაში მიდიოდნენ, სადაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოთახში საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირებს უნდა შეხვედროდნენ. თუმცა, გამგეობის შენობასთან მობილიზებულმა "ქართული ოცნების" რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა და სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და კვერცხები დაუშინეს. შემდეგ კი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა- შემოხლაში გადაიზარდა.