ხიდაშელი და „ფლოტის ადმირალი“ წკრიალაშვილი

პოეტი რეზო ამაშკელი თავდადცვის მინისტრად "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის დანიშვნის ფაქტს ეხმაურება. განცხადება ამაშუკელმა "პირველ რადიოსთან" საუბრისას გააკეთა. ამაშუკელი მომხდარით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ მან დაასრულა ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი .


"ეხლა არ მცალია მე , ბათუმში მივდივარ სამხედრო ფლოტის ადმირალად არის დანიშნული ნინო წკრიალაშვილი და აღლუმს უნდა დავესწრო. ხომ იცით რასაც გიპასუხებთ , რაღას მეკითხებით. მე დავანებე თავი ყველაფერს, კარგად იყოს დიდიც და პატარაც , სულ ყველა. ასე უქნიათ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ შტატად გამოუცხადებიათ საქართველო. მე დავამთავრე მაგათთან ყველასთან ლაპარაკი,"-განაცხადა რეზო ამაშუკელმა.