საზარელი მკვლელობა თბილისში: დამნაშავე ე.წ. კანონიერი ქურდი აღმოჩნდა



ცნობილი გახდა თბილისში, 23 ივლისს დიდუბეში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები.

მკვლელი - 53 წლის გიზო სერგია რუსეთის კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდი აღმოჩნდა. ამის შესახებ თავად რუსული მედია წერს, რომლის კრიმინალურ არქივებშიც სერგიასთან დაკავშირებით მასალებიც მოიპოვება.


მკვლელობა უკიდურესი სისასტიკითაა ჩადენილი. ნატო შონიას სხეული დანაწევრებულია: მეუღლემ მას ყელი გამოსჭრა და ორივე მკერდი მოაჭრა.
მეზობლებს უჭირთ რაიმე მიზეზის დასახელება, რადგან წყვილი ბინაში ახალი გადასული იყო.

თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ეჭვიანობა სახელდება, რაც თავად სერგიამაც დაადასტურა.

ერთ-ერთი ვერსიით, მან ცოლს საყვარელთან ერთად ლოგინში წაასწრო, მეორე ვერსიით კი, უბრალოდ, ჭორებს აყვა, რომ მეუღლე ღალატობდა. დანაშაულის ჩადენის მომენტში სერგია ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცაღა, მკვლელობისთანავე მან თავადვე დარეკა 112-ში და მომხდარის შესახებ საგანგებო სამსახურს აცნობა.

რუსული წყაროების ინფორმაციით, გიზო სერგია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ის ე.წ. კანონიერ ქურდად კაკო კოხიამ, ხუტუ ყალიცავამ, ჩუკიამ, ტუტუ გერგედავამ და ანთიმოზმა 80-იან წლებში „მონათლეს“. სერგია მანამდე ე.წ. ქურდული მუხლებით სამჯერ იყო ნასამართლევი და 10 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული.

თავისი მომავალი მეუღლე, რომელიც მისი „კოლეგის“ კაკო კოხიას ნათესავი იყო, სერგიას კავკასიური ტრადიცირების შესაბამისად, მოტაცებული ჰყავდა, რის გამოც კაკნოსგან „ალიყურიც“ კი მიიღო, თუმცაღა მაინც მიიჩნევდა თავს „კანონიერ ქურდად“ - წერს „პროსტუპნაია როსია“.