„ჩემი ზედა ტუჩი ჰაერს აპარებს, ამიტომ "ტრუბაზე" ვეღარ ვუკრავ“


მომღერალი ნინა წკრიალიშვილის თქმით, ის საკმაოდ ბევრ საკრავზე უკრავს, თუმცა თავისი ტუჩის გამო, მის საყვარელ საკრავზე დაკვრას ვეღარ ახერხებს. 

„ყველაზე კარგად კლავიშიან საკრავებზე ვუკრავ, ცოტას ფლეიტაზე, საქსოფონიც შემიძლია, დარამზეც ვუკრავ... სიმებიან საკრავებთან "ურთიერთობა" არ გამომდის. ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი "ტრუბაა," მაგრამ იმის გამო, რომ ზედა ტუჩი ადრე დაუფიქრებლად "დავიბერე," ხელს მიშლის, ჰაერს აპარებს და "ტრუბაზე" ვერ ვუკრავ.
ჯანდაბა მასალა რომ მაქვს ტუჩის შიგნით შეყვანილი, ხელს მიშლის (სიცილით ამბობს). მოკლედ, გული მწყდება მაგრად... ის კი არა, ამ ინსტრუმენტს ვარჩევდი კიდეც, რომელი შევიძინო-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად. "შლანგი" რომ აპარებს, ასე ვარ“, - ამბობს წკრიალაშვილი.