თამაში დამთავრებულია - ამერიკელებმა პუტინის ანგარიშებს მიაკვლიეს


ბეიკერის ინფორმაციით, სანქციები სავარაუდოდ, შეეხება ,,როსნეფტის“ ხელმძღვანელს იგორ სეჩინს, და ,,გაზპრომის“ ხელმძღვანელს ალექსეი მილერს.

უკვე ორშაბათიდან ობამას ადმინისტრაციამ შესაძლოა გამოაცხადოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.


ამის შესახენ წერს ,,ნიუ-იორკ“ თაიმსი. ავტორი აღნიშნავს, რომ ეს სანქციები შესაძლოა მიმართული იყოს პირდაპირ პუტინის წინააღმდეგ, ,,ობამას ადმინისტრაცია აგზავნის სიგნალებს, რომ ის ხვდება და უკვე მიაკვლია, სად ინახავს რუსეთის ლიდერი თავის ქონებას და ბოლოს და ბოლო ის პირდაპირ ან ირიბად, შესაძლოა, მოხვდეს ახალი სანქციების ზემოქმედების ქვეშ“, - წერს პიტერ ბეიკერი.

ბეიკერის ინფორმაციით, სანქციები სავარაუდოდ, შეეხება ,,როსნეფტის“ ხელმძღვანელს იგორ სეჩინს, და ,,გაზპრომის“ ხელმძღვანელს ალექსეი მილერს.

,,რიგი ჩინოვნიკები ობამას ადმინისტრაციაში ადრე აცხადებდნენ, რომ გასაჯაროებულიყო ინფორმაცია, რომელსაც ფლობს აშშ პუტინის ქონებასთან დაკავშირებით, რათა რუსებმა დაინახონ მისი ჭეშმარიტი სახე, მაგრამ ამ წინადადებას მაშინ წინააღმდეგობა შეხვდა თეთრ სახლში“, - აღნიშნავს ბეიკერი.

ავტორის ინფორმაციით, კონგრესის ცალკეული წევრები უკვე საუბრობენ კანონის მიღებაზე, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციას პუტინის ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას აიძულებს.

როგორც ადრე გახდა ცნობილი, ბარაკ ობამამ ისაუბრა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ერთობლივი შემოღების აუცილებლობაზე.