ბოსნია-ჰერცოგოვინაში გლოვის დღე გამოცხადდა



ბოსნია-ჰერცოგოვინას ხელისუფლებამ გლოვის დღე გამოაცხადა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, სერბეთსა და ბოსნიაში სტიქიის შედეგად სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბოლო 120 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა იყო. მათივე ინფორმაციით, ნახევარ მილიონამდე ადამიანი ევაკუირებულია. 

ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ზლატკოა ლაგუმჯიას განცხადებით, დანგრეულია 100 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ძლიერი წვიმების შედეგად 90-იან წლებში სამოქალაქო ომის დროს დანაღმულ ტერიტორიებზე მეწყერები ჩამოწვა.