"დიდებული საუკუნის" მთავარ პერსონაჟს, სულთან სულეიმანს ქართველი მეფეები წარმატებით ებრძოდნენ



პოპულარული თურქული სერიალის ,,დიდებული საუკუნის,, მთავარ გმირს, ოსმალეთის იმპერიის უდიდეს სულთანს სულეიმან I-ს თავგანწირვითა და საკმაოდ წარმატებულად ებრძოდნენ ქართლის მეფეები ლუარსაბ I, სიმონ I და იმერთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე ბაგრატ III.

აღსანიშნავია, რომ სამი კონტინენტის მბრძანებელმა და ევროპის დიდი ნაწილის დამჩოქებელმა სულეიმანმა ვერ მოახერხა საქართველოს დაპყრობა და შეერთება. უფრო მეტიც, რამდენიმე ბრძოლაში იგი სასტიკად დამარცხდა და 1535-1545 წლებში სამცხეც კი წაართვეს ქართველებმა.