ინტერნეტში გარცელდა ინფორმაცია, რომ კიმ კარდაშიანის მეორე ნახევარმა, რეპერმა კენი უესტმა ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილის ქორწილში იმღერა. ქორწილში სტუმრებს ასევე უმღერეს ბიონსემ, ჯგუფმა `ა,სტუდიომ~, ბუბა კიკაბიძემ და სხვებმა... გავრცელებული იფორმაციის გადამოწმება თავად ბუბა კიკაბიძესთან ვცადეთ...
- დიახ ყაზახეთში ვიყავი, ახლახან დავბრუნდი... არ ვიცი, რამდენად მსოფლიო ვარსკვლავები იყვნენ ესენი, მაგრამ კონცერტი კი იყო.
- გრანდიოზული კონცერტი ყოფილა, როგორც ითქვა...
- ვიღაცეები იყვნენ, მაგრამ გრანდიოზული რას ქვია, არ ვიცი. ეგ კენი ვესტი და ბიონსე, სიმართლე გითხრათ, არც გამიგონია და არც მაინტერესებს. მე, ჩემი გამოსვლა რომ დამთავრდა, წამოვედი. როგორ გითხრათ, პომპეზური კონცერტი იყო თუ არა... იყო რა, განსაკუთრებულიც არაფერი..
- სად გაიმართა კონცერტი?
- ყაზახეთის კონსტიტუციის დღეც აღინიშნებოდა ამ დღეს, ამიტომ კონცერტი პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდა. მე ადრეც ვყოფილვარ ყაზახეთში კონცერტებით, პრეზიდენტსაც წლებია ვიცნობ. მალე ისევ მიწევს წასვლა. თბილისის ძველ დინამოს ხალხთან (ჩემი პლეადის ლეგენდარული ფეხბურთელები) ერთად ვარ მიწვეული.
ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი, სოსო აბზიანიძე:
- კონსტიტუციის დღეც იყო და პრეზიდენტის შვილიშვილის ქორწილიც. ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო იქ, უამრავი ცნობილი კინომსახიობი. ინტერნეტში რა ინფორმაციაც გავრცელდა ყველაფერი სწორია. რუსეთის ესტრადის ყველა მოღვაწე იქ იყო... ალა პუგაჩოვას მეუღლეს - მაქსიმ გალკინს მიჰყავდა ღონისძიება. მონიკა ბელუჩიც იყო თავის მეუღლესთან ერთად.
- ახალთან?
- დიახ, რა თქმა უნდა! ძველს რა ხანია გაშორდა. მონიკას ქმარს - ტელმანს ვიცნობ. კარგი კაცია ძალიან, ცნობილი ბიზნესმენი. კარგი მეუღლეც შეხვდა, ღმერთმა შეარგოს.
- როგორც ბატონმა ბუბამ გვითხრა ყაზახეთში ხშირად უწევს გამოსვლები...
- ბატონ ბუბას სად არ იწვევენ?! ბუბა ისეთი პიროვნებაა, ყველას უყვარს და ყველგან იწვევენ.