C ჰეპატიტი დამარცხებულია - ახალი პრეპარატი დაავადების მძიმე ფორმასაც კურნავს



ამერიკელმა მეცნიერებმა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო წამალი შექნეს. პრეპერატი შემთხვევების თითქმის ას პროცენტს კურნავს, არ აღენიშნება გვერდითი ეფექტები და კურნავს მათაც, ვისაც სხვა სახის მკურნალობამ არ უშველა.


ამერიკელი მეცნიერების მიერ შექმნილი მოლეკულა C ჰეპატიტის ყველაზე მძიმე ფორმასაც კი კურნავს. კურსი სამთვიანია და პაციენტმა დღეში მხოლოდ ერთი აბი უნდა მიიღოს. პრეპარატის მთავარი მინუსი ფასია - საფრანგეთში მკურნალობის კურსი 90 ათასი ევრო ჯდება. წამალი ამ დროისთვის მხოლოდ აშშ-ში,საფრანგეთსა და გერმანიაშია ხელმისაწვდომი.