გარყვნილების და ნარკოტიკების პროპაგანდის ფესტივალი ყირიმიდან საქართველოში ინაცვლებს



ფესტივალი "კაზანტიპი" საქართველოში- სიშიშვლის , ნარკოტიკების და გ ა რ ყ ვ ნ ი ლ ე ბ ი ს პროპაგანდის კიდევ ერთი სერიოზული და წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი ნაბიჯი ''ქართული ოცნების'' მხრიდან!
ეს სამარცხვინო (ნორმალური და კულტურული ერისთვის) ''ფესტივალი'' რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმიდან გამოაძევა ..და ის საქართველოში გვეწვევა... რასაც ერთობ აღფრთოვანებული გვაუწყებს ''ჩვენი'' ხელისუფლება და მედიასაშუალებები!!!



როგორც  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი სიგუა აცხადებს: "კაზანტიპი" ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ამ დრომდე ყოველწლიურად ყირიმში იმართებოდა. ამიერიდან ის ყირიმის ნაცვლად, საქართველოში, ანაკლიაში ჩატარდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გათვლაა, რომ უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 100%-ით გაიზარდოს. სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაფორმდება ხელშეკრულება სარეკლამო კომპანიასთან, რომელიც გრანდიოზულ კამპანიას გააკეთებს უკრაინაში. შეთანხმება არის ასევე მიღწეული უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებთან, ახალი რეისების დანიშვნაზე ბათუმის აეროპორტში, კიევის, ხარკოვისა და ლვოვის მიმართულებით, სულ საუბარია 11 რეისზე კვირაში. ამასთან, საქართველოში გაიმართება "კრიმფესტისა" და "კაზანტიპის" ანალოგი ფესტივალი, რომლებიც ყირიმში ტარდებოდა".



 გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელიც ერთგვარ წარმოდგენას შეგიქმნით "კაზანტიპის" ფესტივალზე:















http://www.geworld.ge/