"თუ შეიძლება, ბავშვები ეკრანს მოაშორეთ!" - რა კადრები მიიტანა ლევან ვასაძემ "რეაქციაში"

"აწიონ დეპუტატებმა ბალიშიდან თავები 7 საათზე და 8-ზე დაიწყონ სხდომა. ამაში დაემსგავსონ ევროპულ პარლამენტს, რაღა უკნიდან უნდათ ევროპელებზე დამგვანება?!" - ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "რეაქციაში" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრინაციული კანონი და აღნიშნა, რომ ეს კანონი ვერ დაიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად დისკრიმინირებულნი არიან.


"თუ დისკრიმინაციის აღმოფხვრა სურთ, ნახეთ რა მოსდის ადამიანუკას, როგორი დისკრიმინაცია ხდება მისი აჩეხვისას აბორტის დროს. ტყუილია, რომ ვიღაცა ზრუნავს დისკრიმინაციაზე. 40 ათასია აბორტების ოფიციალური რიცხვი საქართველოში" - დასძინა ვასაძემ.