"მეშინია, სიკვდილი არ მინდა" - 12 წლის ლუკას სასტიკი ხვედრი

"დედა, სამოთხე ვნახე და ძალიან ლამაზია, ნუ გეშინია, იქ კარგად ვიქნები, შენთანაც მოვალო"


"გარეგნობით არაფერი ეტყობა, მაგრამ ახლა ამ ჯოჯოხეთში მთელი სხეული აქვს ჩათრეული" - 12 წლის ულამაზესი ბიჭის სასტიკი ხვედრი
"აღმოაჩინეს, რომ ჩემს შვილს თანდაყოლილი 4 თირკმელი ჰქონია."
"დედა, სამოთხე ვნახე და ძალიან ლამაზია, ნუ გეშინია, იქ კარგად ვიქნები, შენთანაც მოვალო "

იმ საღამოს ჩვენი ეზოს წინ დაჟანგული "ჟიგული" გაჩერდა - 12 წლის ლუკა ჩხარტიშვილი, დედასთან, ბებიასა და ბაბუასთან ერთად მოვიდა... საოცრად მომხიბვლელმა ლუკამ კი ხელიც ჩამომართვა, ჩაშავებული თვალებიც ამარიდა და ბებია და დედაც გააფრთხილა, - ახლა, მე რომ გავალ, ტირილი არ დაიწყოთო...
დედამ თხოვნა ვერ შეუსრულა, - როგორც კი შვილი გაისტუმრა, ქვითინი აუტყდა და მითხრა:
- მაპატიეთ, რომ გაიძულებთ ჩემს მდგომარეობაში ჩადგეთ, მაგრამ უნდა წარმოიდგინოთ, რაც მჭირს, - 12 წელიწადია ლუკა ჩემს გულზე, ჩემს სხეულზე მყავს მიხუტებული, დავყურებ, როგორ მელევა შვილი ხელში, როგორ ჯიჯგნის ტკივილი, როგორ ეშლება სხეულის ორგანოები და ამ დროს ვერაფერს ვშველი...
- რასაც მიამბობთ, კონკრეტულად როდის და როგორ დაიწყო?
- მას შემდეგ, რაც ლუკა დაიბადა... 6 თვისას პირველი აცრა გავუკეთე. ამას საშინელი რეაქცია, მოჰყვა, რამოდენიმე თვის მანძილზე ისეთი მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ვიფიქრე, მომიკვდება-მეთქი... მაგრამ მაშინ გადამირჩა. იმის მერე ყველა ვირუსთან შეხვედრა ჩემი შვილისთვის სიკვდილთან ბრძოლა გახდა... ძალა ეცლებოდა, ჩონჩხივით ხდებოდა, სიცხეებს ვერ ვუგდებდით... ასე და კიდევ უარესად გრძელდება დღემდე. ჯერჯერობით თითქოს გარეგნობით არაფერი ეტყობა, მაგრამ ახლა ამ ჯოჯოხეთში მთელი სხეული აქვს ჩათრეული, ყველა ორგანოზე გვეუბნებიან, სამკურნალოაო... კუჭზეც, ღვიძლზეც, ელენთაზეც. თავის კოშმარული ტკივილები აქვს ყოველდღე...
- ამ ხნის განმავლობაში ექიმები რას ამბობენ?
- არაფერს, ვერაფერს... შემოვლილი მაქვს ყველა საავადმყოფო და ყველა ცნობილი ექიმი. ყველა მისვლაზე გასინჯავდნენ, გაუკეთებდნენ ანალიზებს და მეუბნებოდნენ, - ნუ გეშინია, ამ კურსს ჩავუტარებთ და მერე ყველაფერი კარგად იქნებაო... დავბრუნდებოდით სახლში და ყველაფერი თავიდან იწყებოდა... 7 წლის რომ იყო, მაშინ გადაწყვიტეს, მოდი, ტომოგრაფია გავუკეთოთო და აღმოაჩინეს, რომ ჩემს შვილს თანდაყოლილი 4 თირკმელი ჰქონია.
- ეს პათოლოგია შეიძლება გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ ლუკა უკან და უკან მიდის?
- ეს ვერავინ მითხრა. ალბათ თავად არ იციან თორემ ხომ მეტყოდნენ! თირკმლის გადანერგვა ხომ არსებობს? ეს ხომ სჯობდა ამ ტანჯვას! ბავშვს ორი წლის წინ ფეხის ტკივილი დაიწყო და ტერფის ძვლის სიმსივნე აღმოაჩნდა. ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის სრული კურსი ჩაუტარეს... საწოლიდან ვეღარ დგებოდა ბვშვი. ახლა გვეუნებიან, შეიძლება კუჭი და ღვიძლიც მალე დაუავადდესო.
ეს ჯოჯოხეთია, ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ ამაზე, თორემ სახლში ყველას გვირჩევნია, მოვკვდეთ და დავისვენოთ. თუმცა ჩემი სიკვდილი ალბათ მაინც არ შეიძლება, - ლუკა გონებას რომ ჰკარგავს წნევის მაჩვენებელი 35-მე ეცემა და ამ დროს მისი მდგომარეობიდან გამოყვანა მარტო მე შემიძლია... ჩემი ამოცანა ის არის, როცა ჩემი შვილი კვდება, გადავარჩინო. ამის გაძლება ალბათ ქვასაც არ შეუძლია.
- რასაც მიამბობთ, იმ კვლევებს ალბათ უამრვი თანხა დასჭირდებოდა, რატომ არასოდეს მიმართეთ უცხოელ ექიმებს?
- როგორ უნდა მიმემართა, როცა ყველა ექიმი მეუბნებოდა, ბავშვს ამა და ამ კურსს ჩავუტარებთ და კარგად იქნებაო. ახლა რითღა წავიდე უცხოეთში, - როცა გავთხოვდი, ჩემს მეუღლეს 3 ბინა ჰქონდა ბათუმში და სამივე გავყიდეთ. ახლა ოზურგეთში მეუღლის მამისეულ სახლში, ჯუმათში ვცხოვრობთ... ლუკას გარდა ორი ბიჭი მყავს. გაკვეთილზე მასწავლებელი უყურებს ლუკას, რომ გონება არ დაკარგოს, შესვენებაზე , - ძმები. ეს ორი შვილიც მეტანჯება, - აბა, როგორია, ძმას იმიტომ არ მოაშორო თვალი, ახლა წაიქცევა და გონებას დაკარგავსო!
- თავად ლუკა რას ამბობს, როცა გონებაზე მოდის...
- მამშვიდებს. დედა, ნუ გეშინია, არ მოვკვდებიო. ერთხელაც გაიღვიძა და - დედა, სამოთხე ვნახე და ძალიან ლამაზია, ნუ გეშინია, იქ კარგად ვიქნები, შენთანაც მოვალ. ოღონდ ისეთი არა, როგორიც ვარო... მე ვიცი მის გულში რაა ჩაბუდებული, მე ხომ ვხედავ, მის თვალებში და გულში რა არის... - ბებიამისსაც უთხრა ჩემს უჩუმრად, - მეშინია, სიკვდილი არ მინდაო. ოჯახში მეუბნებიან, - ყველაფერი გაყიდე, რაც დაგვრჩა და ლუკა გადაარჩინეო... გასაყიდი რაღა დამრჩა, სხეულს ჩემივე ხელით ვიჯიჯგნი, - რატომ არ მომაფიქრდა და ბავშვი უცხოეთში რატომ არ წავიყვანე-მეთქი, მაგრამ იქნებ ახლა მოხდეს სასწაული და მეც და ჩემს შვილსაც გამომიჩნდეს დამხმარე და იმდენი თანხა შევაგროვო, რომ ლუკა უცხოეთში წავიყვანო და გამოვიკვლიო... იქნებ ჩვენი ტანჯვის მიზეზი სულ მცირე რამეა და შვილი მომირჩეს.
- ნუ გეშინიათ, რადგან ახლა იმდენად არის განვითარებული მედიცინა, რომ ლუკას უცხოეთში მაინც დაუსვამენ ლუკას სწორ დიაგნოზს და შემდეგ კი ყველაფერი შეიცვლება... - ვუთხარი ლუკას დედას. ღმერთმა იცის, მხოლოდ დასამშვიდებლად არ მითქვამს, - ჩვენ არაერთი ბავშვი გადავარჩინეთ. ახლაც ეს უნდა გთხოვოთ, - ვიცი, რომ ასეთი თხოვნებით გაფორიაქებთ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამ ქვეყნად ჩვენი ყოფნიდან მხოლოდ ჩვენი სიკეთე რჩება...
ანგარიშის ნომერი:
ლუკა ჩხარტიშვილის დედის, ინგა ცენტერაძის საკონტაქტო ტელეფონი 557373435
Inga Tsenteradze
პირადი ნომერი: 33001005712
საქართველოდან:
GE90CN0000036101504063 USD
JSC Bank CONSTANTA
საზღვარგარეთიდან:
Deutsche Bank Trust Company Americas NewYork, USA
04440820, Swift – Code: BKTRUS33
Muganbank, Baku, Azerbaijan
AZ26MUGA350250000000017USD00, Swift-Code: MUGAAZ22
წყარო: „კვირის პალიტრა“