სკანდალი: რუსეთის მოსახლეობა ევროვიზიიდან ავსტრიის ტრანსვესტიტი კონკურსანტის გარიცხვას ითხოვს


სცენაზე ყველა ხელოვანი თანასწორუფლებიანია. თუ ბელორუსი ან რუსეთი უარს იტყვის კონკურსის ტრანსლირებაზე, მათ სანქციები დაუწესდებათ და რამდენიმე წლის მანძილზე საკუთარ კონკურსანტებს ევროვიზიაზე ვეღარ წარადგენენ.



რუსული მედიის ცნობით, ბელორუსისა და რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა ევროვიზიის კონკურსისთვის თვალყურისდევნებაზე უარს ამბობს.
ეს ყოველივე კი ევროვიზიაზე მონაწილე კონკურსანტის, ავსტრიის სახელით მონაწილე კონჩიტა ვურსტის გამო ხდება. კონკურსანტის ნამდვილი სახელი ტომას ნაივურსტია. ნაივურსტი არატრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცია, იგი ტრანსვესტიტია.


სკანდალი ევროვიზიის დასკვნით კონცერტამდე საკმაოდ ადრე იღებს სათავეს.
კონჩიტა ვურსტის გამოჩენამ კონკურსის რიგებში, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. უკმაყოფილება პირველად ბელორუსის მოსახლეობამ გამოთქვა. რუსეთში კი მოსახლეობა ავსტრიის სახელით მონაწილე კონკურსანტის ევროვიზიიდან გარიცხვას ითხოვეს. მოსახლეობა კონჩიტა ვურსტის გამოჩენას პროპაგანდას უწოდებს, რაც „რუსეთის ცხოვრების წესისთვის მიუღებელია“.
ევროვიზიის წესების მიხედვით, სცენაზე ყველა ხელოვანი თანასწორუფლებიანია. თუ ბელორუსი ან რუსეთი უარს იტყვის კონკურსის ტრანსლირებაზე, მათ სანქციები დაუწესდებათ და რამდენიმე წლის მანძილზე საკუთარ კონკურსანტებს ევროვიზიაზე ვეღარ წარადგენენ.


http://www.newposts.ge/