უკრაინელი წამყვანების სიურპრიზი საქართველოს: მილოცვა ჰიმნით და ქართული დროშით

უკრაინული არხის, Новий Канал-ის დილის გადაცემის, Підйомі-ს წამყვანებმა ეგორ კალეინიკოვმა და სვეტლანა რიჟუკმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პირდაპირ ეთერში მიულოცეს. მათ, ქართული დროშის თანხლებით, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

"პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყანა, ყველაზე ტემპერამენტიანი მამაკაცებით, ულამაზესი ქალებით და მსოფლიოში ცნობილი ღვინოებით, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. პატარა სიურპრიზი მოგიწყვეთ, თქვენს ჰიმნს გიმღერებთ, ნახევარ საათში ვისწავლეთ და მკაცრად ნუ განგვსჯით, ქართველებო" - აღნიშნა წამყვანმა საუბრისას.