'თქვენ თავს ახლა არ მირჩევნია ცირკთან მდგარი უვნებელი ''პედერასტი''?''

მომღერალმა თეონა კონტრიძემ,რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, სოციალურ ქსელში ინბოქსში მიღებული წერილი გაასაჯაროვა. ვინმე გელა მომღერალსს წერს. 




''არ გაგიტყდეს, მაგრამ ვერ გამუღამებ. ან რატო გაქვს ამხელა ამბიცია, შენ გგონია, ყველაზე მაგარი მომღერალი ხარ? ვინც გეუბნება, მომწონს შენი სიმღერაო, ისინიც პირიქით ფიქრობენ. უგემოვნო ხარ, ძალიან. გეტყობა, სექსი ძალიან მონატრებული გაქვს. ცოტა დაიკელი და კიდე რამე შანსი გექნება''. 



მიღებულ წერილზე თეონამ შემდეგი კომენტარი გააკეთა ''აი, ასეთი წერილები მომდის ყოველ დღე ნაქები ქართველი რაინდებისგან... რა დედა გზრდით, ვაჟკაცებო? თქვენს თავს ახლა არ მირჩევნია ცირკთან მდგარი უვნებელი ''პედერასტი''?'' - წერს თეონა.





სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის