"ისევ ეკლერები გეცხოთ უფრო კარგად გამოგდიოდათ" - მოროშკინა კობახიძეს მიმართავს



სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის უკვე ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა, ვიცესპიკერ მანანა კობახიძეს განცხადებას ეხმაურება. ვიცესპიკერის თქმით მოროშკინა ჯერ უნდა გადამდგარიყო და მაკომპრომენტირებელი განცხადებები შემდეგ გაეკეთებინა.


"რაო ქალბატონო მანანა,თქვენზეც კომპრები აქვთ ზონდერებს და ხელს აფარებთ??როგორც საჯარო მოხელეს სწორედაც რომ დროულად უნდა გამესაჯაროებინა!!! ახლა თქვენც დადეთ უწყისები,უი თქვენი ძმაც სააეჩევნო სიაშია???რაო 6მაისის,7ნოემბრის და 26 მაისის ზონდერები მთავრობაში თქვენი დაპირება იყო???კანონებთანაც თუ ისე ხართ როგორც საკუთარ ამომეჩეველთან,აფერუმ თქვენს ქალობას! ანუ თქვენთვის უჩა ნანუაშვილის დასკვნა ფარატინა ქაღალდია??? მაშინ რატომ მიეცით ხმა???ეეჰ ისევ ეკლერები გეცხოთ უფრო კარგად გამოგდიოდათ..",-წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.