ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღეს

ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე ჰარვარდის უნივერსიტეტში მიიღეს. ამის შესახებ ნანუკა სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს დილით, მარიამის სკოლიდან მივიღე წერილები! ვიდრე ბოლომდე ჩავიკითხე ნერვიულობისგან მთავარი გამომრჩენია და თავიდან გადავიკითხე! მეუბნებიან რომ გამორჩეული ბავშვია და
.... მერიდება დავწერო კიდევ რას მწერენ მაგრამ მთავარი ის არის რომ სკოლამ ის წარადგინა Leadership Ambassador კურსზე! Harvard, Johns Hopkins, Standford, George Washington University, or University of Chicago, Tulane უნივერსიტეტებში! ვინაიდან ყველასგან მოვიდა პასუხი მიღებაზე მისი არჩევანის დროა და ის ირჩევს Harvard - ს ! ეს ის შემთხვევაა როდესაც კითხვა რას ვგრძნობ? დროულია! მარიამ ეს რა მაგარი შეგრძნება ყოფილა! !" - წერს ნანუკა.