რა რეაქცია ჰქონდა "ქალიშვილების ცეკვის" შეფასებაზე ფეხბურთელ მერებაშვილს?


"X ფაქტორში" სოფო ტოროშელიძის ჯგუფებიდან ყველაზე მეტი ზარი სექსუალური იმიჯის მქონე ჯგუფს - "Sparkle"-ს ჰქონდა.
გოგონები თავდაჯერებულნი იყვნენ და თვლიდნენ, რომ სოფოს გუნდში კონკურენტი არც ჰყავდათ. ასეც მოხდა, ქერა გოგონების ჯგუფი „Fancy Girls“ გააგდეს კიდეც. „Sparkle“-ს ერთ-ერთი წევრი სალომე მერებაშვილი ფეხბურთელ გიორგი მერებაშვილს უმცროსი დაა. ფეხბურთელი იჯდა და სამეგობროს დახმარებით დის ჯგუფს ზარებით გულშემატკივრობდა. PrimeTimeNews-მა გიორგი ფილარმონიის დარბაზში ემოციურ ფონზე ჩაწერა.


გიორგი მერებაშვილი: საკუთარ თამაშზე არ ვნერვიულობ ასე. მეუღლე მელაპარაკებოდა და არ ესმოდა. გათიშული ვიყავი ნერვიულობისგან. გოგონები კარგად გამოვიდნენ.

- მათი სექსუალური იმიჯი მანამდე ნანახი გქონდა?

- არა, სცენაზე პირველად ვნახე, არ ვიცოდი როგორ გამოვიდოდნენ. არც თუ ისე სექსულურად იყვნენ ჩაცმულნი, უარესი მქონდა წარმოდგენილი. სცენას მოუხდნენ.

- გიორგი გაბუნიას შეფასებაზე რას იტყვი

- ქალიშვილების ცეკვას გავდაო?

- მენტორების შეფასებას ველოდი. მე მგონი კარგი შეფასება გააკეთეს. სექსუალურობას ხაზი არ გაესვა. დაძაბულობა არ ყოფილა. ბედნიერი ვარ და „Sparkle“-ს შემდეგ ტურში გადასვლას ვულოცავ.

- კიდევ ინერვიულებ?

- თანახმა ვარ ფინალამდე ყველა კონკურსზე ვინერვიულო.


http://primetimenews.ge/