გახდება თუ არა პენისმოჭრილი მუსულმანი მამაკაცი “მის მსოფლიო 2014″ (+16)



ლამურული მოდელი, რომელმაც უკვე მოასწრო ტორონტოს გაოცება თავისი გამოსვლებით, იმედოვნებს, რომ ის 2014 წლის „მის მსოფლიოს“ტიტულს მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსტრავაგანტული მოდელი მამაკაცად დაიბადა.
ამელია მალტეპე მკაცრი ტრადიციების მატარებელ მუსულმანურ ოჯახში დაიბადა, ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. ის გარკვეულ ასაკამდე იზრდებოდა, როგორც უბრალო მუსულმანი პატარა ბიჭი, იცავდა მუსულმანურ ტრადიციებს და მუსულმანურ დღესასწაულებს ლოცვაში ატარებდა მშობლებთან ერთად.






თავისი ცხოვრების შეცვლა მან 21 წლის ასაკში დაიწყო, როცა სასწავლებლად ტორონტოს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. მან ხელოვნური მკერდის ჩასადგმელად 8,000 ფუნტ სტერლინგი დახარჯა. ახლა კი 23 წლის “გოგონა” ქალურ ტანისამოსს ატარებს და თავის შეყვარებულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ამავდროულად მისი ფიზიკური მომზადების მწვრთნელია.



ამელია, იგივე ადეში(მისი ნამდვილი „მამაკაცობის“ სახელი) ამბობს: „მის 2014“ არის ჩემი მთავარი მიზანი, რისთვისაც მე ძალებს არ დავზოგავ. მე ბავშვობიდანვე თავს ხაფანგში ვგრძნობდი, რადგან ვხვდებოდი, რომ მე არა მამაკაცად არამედ ქალად უნდა მოვლენოდი ამ სამყაროს“.



2011 წელს, მას შემდეგ რაც ამელიამ ტორონტოს უნივერსიტეტში ჩააბარა, ის მიხვდა, რომ მას შეეძლო ამ ქალაქში ტრანსფორმირება. მისი ტრანსოფორმაციისთვის დიდი თანხები იყო საჭირო, მას შემდეგ რაც მან რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და ქალის ფორმები მიიღო, მას სამოდელო სააგენტოები მოაწყდნენ და ფოტოსესიაში მიღბეული ჰონორარით შეცვლის თანხას თვითნვე იხდიდა. გასულ წელს ამ “ქალბატონის” პიკანტურმა სურათებმა მთელი კანადა მოიცვა, რის გამოც ბევრი მითქმა მოთქმა და დაპირისპირებები მოხდა.



დღეისათვის ამელიას არ გაუკეთებია სასქაეო ორგანოს ტრანსპლანტაცია. ამ დრომდე ის მის ბოი-ფრენდთან, ჩაკ ბელგიმთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც რამდენიმე წელი ამელია წარსულის შესახებ არაფერი იცოდა. როცა გაიგო აპატია თავის საყვარელს და კვლავ ურთიერთობაში არიან.



ქალბატონის მშობლები თავიანთი შვილის საქციელს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან , მათი განცხადებით ვერ მოუძებნიათ მიზეზი, რის გამოც შეიძლებოდა ამგვარი ცვლილება მათ ვაჟიშვილზე. მათი თქმით, ისინი თავის შვილს ყოველთვის მიიღებენ, თუ დაუბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას.



გლამურულ მოდელს ბევრი თაყვანისმცემელი და მისი საქციელის მომხრე გამოუჩნდა. მისი ფოტოების დღეისათვის კანადაში ყველაზე პოპულარულია და ის საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად მოდელად ითვლება.