მაკა ჩიჩუა: ჩათვალეთ, პირველი ლედი უკვე გყავთ!



გაზეთი „ქრონიკა+“ პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალის მაკა ჩიჩუას ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ქრისტინე გარუჩავაზე საუბრობს. ქრისტინე, როგორც მასმედიის საშუალებები წერდნენ, პრეზიდენტის ახალი გატაცებაა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიარსამსახურის თანამშრომელია. სხვადასხვა საიტები წერდნენ, რომ მარგველაშვილი შეყვარებულია და მაკა ჩიჩუას იმედი, რომ ოფიციალურად გახდეს პირველი ლედი, იმედად შეიძლება დარჩეს. თუმცა, მაკამ განაცხადა, რომ ის ქრისტინეს იცნობს და ყველაფერი ჭორია.


„ქრისტინეს ვიცნობ. ერთად ვმუშაობდით, ძალიან კარგი გოგოა და კარგი ურთიერთობა გვაქვს. არ ვიცი, რაზე მელაპარაკებით, ამაზე როგორ შეიძლება კომენტარი გავაკეთო. შევავლე თვალი რაც პრეზიდენტსა და ქრისტინეზე დაიწერა, მაგრამ ეს ჭორია. არ ვიცი, ვინ რას იტყვის, ამას ნამდვილად ვერ გავაკონტროლებ. როგორ შეიძლება ჭორზე ვიეჭვიანო!“, - აცხადებს მაკა ჩიჩუა.

რაც შეეხება იმას, აპირებენ თუ არა ურთიერთობის დაკანონებას ის და პრეზიდენტი მარგველაშვილი, ჩიჩუა აცხადებს, რომ ჯერ არ ჩქარობენ. ჟურნალისტის შეკითხვაზე კი, როდის ეყოლება საზოგადოებას პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა პასუხობს, რომ საზოაგდოებას შეუძლია ჩათვალოს, რომ პირველი ლედი უკვე ჰყავს.


(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)   http://reportiori.ge/