ედუარდ შევარდნაძე: „საერთაშორისო მაწანწალის“ სტატუსით სიარულს, ურჩევნია ჩამოვიდეს და პასუხი აგოს!




საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმაურება. შევარდნაძე „ასავალ-დასავალთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოიყვანონ და თუ საჭიროა, დასაჯონ კიდეც.


„ამასწინათ, გიგლა ბარამიძემ სააკაშვილს „საერთაშორისო მაწანწალა“ უწოდა. ვწუხვარ, რომ სწორი შეფასებაა. ამ სტატუსით სიარულს ისევ ის ურჩევნია, ჩამოვიდეს და ყველა ჩადენილ დანაშაულზე პასუხი აგოს!“, - ამბობს ექსპრეზიდენტი.

შევარდნაძე მიიჩნევს, რომ ზურაბ ჟვანია გაზით არ გაგუდულა და ის მოკლეს. ექსპრეზიდენტის თქმით, ასეთი მასშტაბური დანაშაული სააკაშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა.

(მოამზადა ანა ნოდიამ) http://reportiori.ge/