სახლის პირობებში მომზადებული იდეალური ტონალური კრემი

ტონალური კრემის მომზადება სახლის პირობებში ძალიან ადვილია, თუმცა ის უნდა გააკეთოთ ზუსტად გამოყენებამდე, 5 წუთით ადრე! 
თქვენ დაგჭირდებათ:

ფხვიერი პუდრი;

ტანის ლოსიონი ან კრემი.

მომზადების წესი:


1. პატარა ჯამში გადმოყარეთ ფხვიერი პუდრი.

2. დაუმატეთ ტანის ლოსიონი ან კრემი.

3. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ ძალიან სქელი გამოგივიდათ – დაუმატეთ კიდევ ცოტაოდენი ლოსიონი. თავდაპირველად ბევრი ხორხოშელები ექნება, მაგრამ ისინი მალევე გაიხსნება.

ტონალური კრემი მზად არის! ასე მომზადებული ტონალური იდეალურად ნაწილდება კანზე და აქვს კარგი დაფარვა.

წასასმელად გამოიყენეთ სპეციალური ფუნჯი. ნუ წაისვამთ თვალის ირგვლივ!