ეროტიული თამაშის დროს პარტნიორს ქალი შემოაკვდა



სამართალდამცველებმა გამოარკვიეს, რომ ეროტიული გართობის ინიციატორი სწორედ ქალბატონი იყო, რომელსაც თავად სურდა სექს-მონის როლის შესრულება. შედეგად, პარტნიორი ისე თავგამოდებით შეეცადა ამ სურვილის დაკმაყოფილებას, რომ ვერც კი შეამჩნია, როგორ წაუვიდა ქალს გული.


მამაკაცმა მას 23-ჯერ დაარტყა ხის ჯოხი - ქალისვე სურვილით, რომელსაც ამ დროს პირიც დაკავებული ჰქონდა და ხელებიც შეკრული.

შვედეთის მედია წერს, რომ საავადმყოფოში მიყვანისას ქალი ჯერ კიდევ სუნთქავდა, მაგრამ ექიმებმა ნაწამები სექს-მონის გადარჩენა ვერ შეძლეს. მის პარტნიორს კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეს, მით უფრო, წყვილმა სახიფათო თამაშის დაწყებამდე ნარკოტიკული საშუალებები მიიღო.