მკერდით მომარიაჟე ქართველ არტისტებს თეონა კონტრიძემ ''გადაუჯოკრა''

თეონა კონტრიძემ ''ნანუკას შოუს'' ბოლო გადაცემით კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი და როგორც ყოველთვის, ისევ სკანდალურად. ამჯერად თეონა ქართველი ''მკერდით მომარიაჟე'' არტისტების რიცხვს შეუერთდა და შეიძლება ითქვას, ''გადაუჯოკრა'' კიდეც. გადაცემის განმავლობაში ხალხს შიგადაშიგ სულაც ავიწყდებოდა, რომ მუსიკას უსმენდა, იმდენად ფარავდა ყველაფერს თეონა კონტრიძის მეტისმეტად გულამოღებული კაბა და იქიდან გამოჩენილი მეტისმეტად სავსე მკერდი.  თეონა ყოველთვის გამოირჩეოდა თამამი ნაბიჯებით, გამონათქვამებით, ყოველთვის უსვამდა ხაზს იმას, რომ მისთვის არ არსებობს საზღვრები, ბარიერები, საზოგადოებრივი ნორმები. უდავოდ ნიჭიერი ქართველი გოგონა


, რომელიც ერთ დღესაც რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ, იქაც ახერხებდა ხალხის გაოცებას გულახდილი ინტერვიუებითა თუ ეპატაჟური ნაბიჯებით. 



''თბილისში დავიბადე სუპერმუსიკალურ ოჯახში, - იხსენებს თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში, - სიარული, ლაპარაკი და სიმღერა ერთდროულად დავიწყე. საბავშვო ბაღში ნამდვილი პრიმა ვიყავი, მერე - ანსამბლ ''მზიურში''. სოლოკარიერის დაწყება კი სოსო პავლიაშვილმა შთამაგონა, რომელმაც მაჩუქა შესანიშნავი კომპოზიცია. ის დღემდე ჩემი სავიზიტო ბარათია.



მერე იყო გნესინების სახელობის სასწავლებელი, სოლო საკონცერტო მოღვაწეობა მოსკოვის კლუბებში, გამარჯვებები საერთაშორისო კონკურსებში, ვოკალური მასტერ-კლასები, რომლებსაც სახლში ვატარებ. განსაკუთრებით წარმატებული იყო მუსიკალური პროექტი ''მეტრო'', რომელმაც სათავე დაუდო ჩემს ვარსკვლავურ გზას. თავი მიმაჩნია ძალიან მაგარ სოულმომღერლად სამყაროს თეთრკანიან მოსახლეობაში, რასაც ამყარებს თვით გლორია გეინერის საქებარი სიტყვები''.



თეონა დღემდე გამოდის კლუბებში კონცერტებით, ჰყავს თავისი ბენდი. 
მომღერალი ხშირად აღიარებს იმასაც, რომ მისი მეტისმეტად ენერგიული ხასიათი საქართველოსთვისაც კი გადამეტებულია. ყოველთვის უნდოდა, ყოფილიყო ცოტა პანკი და ცოტა ჰიპი. იმასაც ამბობს, რომ არასდროს ჰქონია ქართული მენტალიტეტი, მაშინაც კი, როცა საქართველოში ცხოვრობდა. 



მასზე ყველაზე დიდი გავლენა ამერიკულმა კულტურამ მოახდინა, რომელზეც გიჟდება. აღიარებს, რომ არასოდეს არ არის დამოკიდებული საზოგადოების აზრზე და ეს მისი პირადი ცხოვრების დეტალებითაც დასტურდება. წლების წინ ჟურნალ ''რეიტინგის'' ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთი რუსული ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებულმა მეტისმეტად პიკანტურმა ფოტომ, სადაც თეონას დიდი მონდომებით ჰქონდა ''ჩაბღუჯული'' ერთ-ერთი ახალგაზრდა რუსი შემსრულებლის სასქესო ორგანო. ეს ფოტო ინტერნეტში უკვე აღარ იძებნება...



Rating



თეონას ორი შვილი ჰყავს. პირველი შვილი რუსი მომღერლისგან, რუსული ''ვარსკვლავების ფაბრიკის'' წევრის იური ტიტოვისგან გააჩინა. მას 2005 წლიდან ხვდებოდა, მის მეგობარ გოგონად მიიჩნეოდა, მერე კი დაორსულდა. თუმცა რუსული პრესა აქტიურად წერდა, რომ იური ტიტოვმა ორსული შეყვარებული მიატოვა და სხვასთან გაიქცა. 



თეონამ კი შვილი უმამოდ გააჩინა. ამჟამად თეონა ქმართან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ''ფეისბუქზე'' ბევრი ოჯახური ფოტო უდევს, რომლებზეც სავარაუდოდ, მისი ამჟამინდელი მეორე ნახევარია აღბეჭდილი. თეონა ამბობს, რომ მისი ამჟამინდელი შთაგონების წყარო მისი შვილებია, რადგან ყოველთვის სიყვარულით სულდგმულობს. 



ჟურნალი ''რეიტინგი''