თიკა ჯამბურიამ სულისშემძვრელი ისტორია გამოაქვეყნა...

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ''ფეისბუქზე'' პატარა ისტორია გამოაქვეყნა, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

''ერთხელ დილით სახლში სახლში ვბრუნდებოდი. სადარბაზოში განცხადება დამხვდა: "ძვირფასო მეზობლებო! დღეს დაახლოებით 9.20 წუთზე სადარბაზოს შესასვლელთან დავკარგე 20 ლარი. თუ კი ვინმემ იპოვეთ, გთხოვთ შემოიტანოთ 76 ბინაში, ლეილა მოიკითხეთ. 


პენსია სულ 180 ლარი მაქვს". ამოვიღე 20 ლარი და ბინისკენ გავეშურე, დავაკაკუნე. კარს ხანში შესული ბებია ქალი აღებს. როცა მე დამინახა, ფულს რომ ვაწოდებდი, სასწრაფოდ ჩამეხუტა და სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა. 

შემიპატიჟა და მიყვება: "ფქვილის საყიდლად ვიყავი, როცა ვბრუნდებოდი, სადარბაზოში შემოსვლისას გასაღები ამოვიღე - ფული, კი ალბათ ამომივარდა", მაგრამ გადაჭრით მითხრა უარი ფულის გამორთმევაზე! აღმოჩნდა, რამდენიმე საათის განმავლობაში მე უკვე მეექვსე ვიყავი, ვინც "იპოვა" ბებიის დაკარგული ფული! ადამიანებო, მიყვარხართ, რომ ასეთები ხართ. ავტორი უცნობი~ - წერს თიკა