ათასობით ქალი ამერიკელ კრიმინალზეა შეყვარებული

ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ვებ-გვერდი ქალბატონებმა „წალეკეს.“ საქმე ეხება კრიმინალ 30 წლის ჯერემი მიკსს, რომელიც კალიფორნიაში პოლიციელებმა ერთ-ერთი რეიდის დროს დააკავეს. ის ძარცვაშია ეჭვმიტანილი.


მას შემდეგ რაც მისი ფოტო პოლიციელებმა „ფეისბუქში“ განათავსეს მან ძალიან სწრაფად მოიპოვა 30 000 მოწონება და თითქმის 10 000 კომენტარი. კომენტარების უმეტესობის ავტორები, რა თქმა უნდა, ქალბატონები არიან - „შეყვარებული ვარ კრიმინალზე,“ „შეგვიძლია ერთად დავიდოთ ხელბორკილები“, „მას შეუძლია ნებისმიერ დღეს გამიტაცოს,“ - წერენ ქალბატონები.