გოგონას სარფიანად გათხოვება სურს და განცხადება გამოაქვეყნა- როგორ შეარცხვინა ის ბიზნესმენმა

ერთ-ერთ ამერიკულ ფორუმზე უცნობმა გოგონამ ასეთი შინაარსის კომენტარი დადო:

"მე ახალგაზრდა, ლამაზი, ჭკვიანი, მხიარული გოგონა ვარ. მინდა ცოლად გავყვე ჭაბუკს, რომელიც წელიწადში 500 000 დოლარს გამოიმუშავებს. მსურველები გამომეხმაურეთ!"

გოგონამ მალე მიიღო პასუხი: ერთ ახალგაზრდა ფინანსისტ ყმაწვილს არ დაეზარა მისთვის პასუხი გაეცა. აი ეს პასუხიც:



"მე დიდი ინტერესით წავიკითხე შენი პოსტი და აი რა მინდა გიპასუხო: შენი წინადადება ისეთი კაცის გადმოსახედიდან, როგორიც მე ვარ, ძალიან ცუდი შემოთავაზებაა და აი რატომ: მოკლედ რომ ვთქვათ, შენ მთავაზობ საკუთარ სილამაზეს ჩემი ფულის სანაცვლოდ. ეს შესანიშნავია, მაგრამ შენი სილამაზე ხომ წარმავალია და კლებადი, ხოლო ჩემი კაპიტალი-პერსპექტიული და მზარდი. რა თქმა უნდა, ჩემი კაპიტალის ზრდაც შეიძლება რაღაც მიზეზების გამო ეჭვქვეშ აღმოჩნდეს, მაგრამ პროცენტულად ეს ნაკლებად სავარაუდოა, აი შენი სილამაზე კი ნამდვილად დაექვემდებარება უკუსვლას.

ასე რომ ეკონომიკის ენაზე შენ ხარ გაუფასურებული აქტივი, მე კი-მომგებიანი აქტივი. და არამარტო გაუფასურებული აქტივი: შენი ფასი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად ეცემა და ათი წლის შემდეგ ის უკვე ყოველგვარ ღირებულებას დაკარგავს. შენი ყიდვა(რასაც შენ ითხოვ)– ცუდი ბიზნესია, უმჯობესი იქნებოდა, თუ მე შენ იჯარით დაგიქირავებდი.
თუ ჩემი სიტყვები შენ სასტიკად მოგეჩვენება, დაფიქრდი: მე რომ ერთ დღეს უფულოდ დავრჩე, შენც ზუსტად ასევე მომექცევი. ასე რომ, ჩემი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ როდესაც შენი სილამაზე გაქრება, მე შენ თავიდან მოგიშორო. ეს ძალიან იოლია. ასე რომ, მე გთავაზობ ხანმოკლე პაემნებს და არა ქორწინებას.
ვიმედოვნებ, რომ გარკვეული დახმარება გაგიწიე.

ჰო, კიდევ ერთი: თუ თანახმა ხარ იჯარის პირობებს გაეცნო, შემატყობინე".



dainteresdit.srulad.com