ბიძინა ივანიშვილი: ხომ ნახეთ რას შვებოდნენ „ნაციონალები“ და როგორ ფაფარაშლილი ლომივით იდგა უგულავა?!

ნატანებში 61-ე უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ორგანიზაცია „მოქალაქეს" დამფუძნებელმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვერაფრით დაეთანხმება , რომ „ნაციონალური მოძრაობის" 80-მა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ზეწოლის შედეგად მოხსნა. გამოდის, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე უარესი ეს არჩევნებია.

„დაუჯერებელია. ორი არასამთავრობო ორგანიზაცია და ორი ტელევიზია ამას აფორმებს, მაგრამ ამით ვერ შეუცვლიან დამოკიდებულებას საქართველოს მოსახლეობას. დღეს ვნახავთ, რომ ასე იოლი არ არის ქართველი ხალხის მოტყუება. მუდამ ვუკიჟინებდი ძველ მთავრობას, დღევანდელ ოპოზიციას, რომ არა სიცრუით, არამედ სიმართლით, და უკეთესი გზების ჩვენებით ვაჯობოთ ერთმანეთს", - განაცხადა ივანიშვილმა.


მისი თქმით, მარნეულში მართლაც იყო კითხვის ნიშნები.

„მარნეულში მართლაც იყო კითხვის ნიშნები და ვნახეთ, როგორ ფაფარაშლილი ლომივით იდგა უგულავა, ხომ ნახეთ რას შვებოდნენ „ნაციონალები"? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, 75-მა „ნაციონალმა" მოხსნა კანდიდატურა და ლომივით უგულავამ ვერაფერი მოახერხა?" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 


ავტორი: ნათია ცუხიშვილი   http://reportiori.ge