პირველი ლედები და სკანდალები - მომჭირნე დიასახლისი და "ჯიგარო" კატა

ყველას კარგად ახსოვს ედუარდ შევარდნაძის ცოლის, ნანული შევარდნაძის "ფრთიანი" ფრაზა, რომ კარგი, მომჭირნე დიასახლისი 8 ლარად მთელ თვეს აცხოვრებს ოჯახს; ხოლო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა მოყვა, როგორ ჰყავდათ უცხოეთში სწავლისას სახლში კატა "ჯიგარო", რაც ასე ახსნა: მიშა თბილისში დარეკვისას, ყველას "ჯიგაროთი" მიმართავდა, მაშინ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვა და მოფერებით, კატას დავარქვიო...… 

მირა მარკოვიჩის პეპლები

Rating

ყოფილი იუგოსლავიის დიქტატორის სლობოდან მილოშევიჩის ცოლს მირას ბალკანეთის "სასტიკ მაკბეტს" ეძახდნენ და თაღლითობასა და მკვლელობაშიც კი ადანაშაულებდნენ. მის უარსაყოფად პირველმა ლედიმ პირადი დღიურების გამოქვეყნება გადაწყვიტა, სადაც პეპლებსა და მათ ხანმოკლე ცხოვრებაზე საუბრობს, ეს "ამაღელვებელი" დღიურები ბოსნიის სისხლისმღვრელი ომის დროს ქვეყნდებოდა; მოგვიანებით მირა მარკოვიჩს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, მერე კი სერბეთის ექსპრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილეობაში დასდეს ბრალი, თუმცა, მირამ საყვარელი პეპელასავით უპრობლომოდ შეძლო მართლმსაჯულებისგან თავის დაძვრენა და მოსკოვში გადაფრენა, სადაც დღემდე მშვიდად ცხოვრობს. 

ნენსი რეიგანის მფარველი ასტროლოგი 

Rating
რონალდ რეიგანზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ, ნენსი ყველა წვრილმანზე რჩევისათვის ასტროლოგს მიმართავდა. პირველი ლედი ჯოან კუიგლის ნებართვის გარეშე არცერთ ოფიციალურ ღონისძიებას, მიღებას არ გეგმავდა, თანდათან ასტროლოგი პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც კი ახდენდა გავლენას, - კვირის დასაწყისში, პრეზიდენტისა და მისი ცოლისთვის საგანგებო კალენდარს ადგენდა, სადაც დადებითი და უარყოფითი აურის, ხელსაყრელი და წარუმატებელი დღეები იყო მონიშნული. 

იმელდა მარკოსის 3000 ფეხსაცმელი

Rating
ფილიპინების პრეზიდენტის ფერდინანდ მარკოსის ცოლი იმელდა განსაკუთრებით იყო გატაცებული ძვირფასი ფეხსაცმლით, ყოველდღე ახალ-ახალი მოდელით იმოსებოდა და 8 წელი დასჭირდა, რომ მის გარდერობში არსებული ყველა ფეხსაცმელი მოერგო, - მისი 3000 წყვილი ფეხსაცმლისთვის ცალკე მუზეუმიც კი ააშენეს. უღარიბესი ქვეყნის პირველი ლედი ამ გატაცებას "ორიგინალურად" ხსნიდა: მინდოდა ღარიბებისთვის გზის გამნათებელი ვყოფილიყავიო, თუმცა, საით აპირებდა ღარიბების წაყვანას თავისი ძვირფასი ფესხაცმლით იმელდა, უცნობია. 

შერი ბლერი და მისი მრჩეველი

Rating
ბრიტანეთის პრემიერის ტონი ბლერის ცოლმა "ცხოვრების სტილში" მრჩევლად არაორდინალური კანდიდატურა შეარჩია, - მოდელი კეროლ კაპლინი, რომელიც ადრე მამაკაცების ჟურნალისთვის შიშველი პოზირებდა. შერი ბლერი ხალხის ჭორაობას ყურადღებას არ აქცევდა, მეტიც, ირწმუნებოდა, რომ მეოთხედ დაფეხმძიმება და ბავშვის გაჩენა სწორედ კაპლინის რეკომენდაციებით შეძლო. 

კლარისა იდენი და სუეცის არხი

Rating
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენტონი იდენის ცოლის მიერ სუეცის კრიზისის დროს წამოსროლილი ფრაზა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მისი ქმარი თანამდებობიდან გადამდგარიყო. კლარისა იდენმა თქვა: ბოლოხანს მეჩვენება, რომ სუეცის არხი ჩემს სასადილოზე გადისო. ამ სკანდალური განცხადების მერე პრემიერმა თანამდებობა დატოვა, კლარისამ კი თქვა, რომ "ძალზე წუხს იმის გამო, რომ მისმა იდიოტურმა სიტყვებმა ქმრის კარიერა შეიწირა". 

შარა ნეთანიაჰუს ჭუჭყიანი ფეხსაცმელი

Rating
აღმოჩნდა, რომ ფეხსაცმელს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ნიკიტა ხრუშჩოვის გარდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლი სარაც აქტიურად იყენებდა: მან ათობით ადამიანის თვალწინ ესროლა ცუდად გაწმენდილი, ჭუჭყიანი ფეხსაცმელი პრემიერის ერთ-ერთ თანაშემწეს ისტერიული ყვირილით: "ჩემმა ქმარმა რომ ნახოს, რა უყავი მის ფეხსაცმელს, მოგკლავს". მოგვიანებით სკანდალურმა პირველმა ლედიმ ქმარი საჯაროდ მის ცემაში, ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

ნიკიტამ ყირიმი თავის უკრაინელ ცოლს აჩუქა? 

Rating
1954 წელს, უკრაინის რუსეთთან შეერთების მე- 300 წლისთავზე, ნიკიტა ხრუშჩოვმა ყირიმი, რომლის გარშემო ახლა დიდი დავაა, უკრაინას გადასცა, ამ გადაწყვეტილების შესახებ კი ხელქვეითებს სადილზე ამცნო. გავრცელებული ხმებით, ეს გულუხვი მეფური საჩუქარი ნიკიტამ თავის უკრაინელ ცოლს, ნინა კუხარჩუკს მიუძღვნა, რითაც ძალიან გაახარა. კოხარჩუკი ხრუშჩოვის მესამე ცოლი იყო, თუმცა, ხელი მას არცერთ ცოლთან ჰქონია მოწერილი. 

ეჭვიანი რაისა გორბაჩოვა

Rating
რაისა ხშირად უწყობდა ქმარს საჯაროდ ეჭვიანობის სცენებს; როცა გორბაჩოვის მშობლების სახლში მისი სკოლისდროინდელი შეყვარებულის ფოტო აღმოაჩინა, ამის შესახებ მთელმა კრასნოდარმა გაიგო. გორბაჩოვების ფეშენებელური ვილის მომსახურე პერსონალი დღემდე იგონებს, როგორ მკაცრად აკონტროლებდა რაისა მოსამსახურე ქალებს, სიმპათიურ მასაჟისტებს დაუყონებლივ თავიდან იშორებდა, ქმარს კი სახალხოდ შენიშვნებს აძლევდა.