დედამიწას „ანტიქრისტე“ უახლოვდება (ვიდეო)

მსოფლიოს ასტრონომებმა სასწრაფოდ ტელესკოპებს მიმართეს. მათი განცხადებით: ამ დროისთვის დედამიწას უახლოვდება ასტეროიდი – HQ124, რომელსაც სახელად ურჩხული, ან ანტიქრისტე უწოდეს. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, ციური სხეული მოსკოვს 1,25 მილიონი კმ-ის მოშორებით, 22:30 საათზე მიუახლოვდება. სპეციალისტების თქმით, ეს სიახლოვე საშიში არ არის, ეს არის სამჯერ მეტი, ვიდრე მანძილი დედამიწიდან მთვარემდე. ხოლო სიჩქარე, რომლითაც მოძრაობს “ანტიქრისტე”, – დაახლოებით 14 კმ საათში, – 17-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე თოფიდან ნასროლი ტყვია.
ცნობილია, რომ ასტეროიდი ზომით გადამზიდავ თვითმფრინავზე ოდნავ დიდი – 325 მეტრია. ეს არის 20- ჯერ მეტი, ვიდრე მსოფლიოში ცნობილი ჩელიაბინსკის ასტეროიდი, რომელიც გასული წლის 15 თებერვალს დაეცა დედამიწას.