ჟოზე მანუელ ბაროზო: პუტინმა მითხრა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ნეგატიური ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზოს თქმით, როდესაც საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რუსეთი მის წინააღმდეგ რაიმე ნეგატიური ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს. ბაროზო იმედოვნებს, რომ პუტინს საქართველოსთან დაკავშირებით თავისი პირობა ახსოვს.


"როგორც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე მოგახსენეთ, ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ნეგატიური ნაბიჯების გადადგას, როდესაც ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ვიმედოვნებ, რომ პუტინი თავის დანაპირებს შეასრულებს და თავის სიტყვების ერთგული იქნება", - განაცხადა  ბაროზომ.