ნათელა მაჭავარიანმა საკუთარი პრემიიდან თანხა ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად გადარიცხა

ქ.თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნათელა მაჭავარიანმა, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა მოინახულა, რომელიც უკვე ექვსი წელია, თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანების დიაგნოზით კომაში იმყოფება.

დიაგნოზის მკურნალობას, რომელიც მომღერალს დაუსვეს კერძო თუ სახელმწიფო დაზღვევა და ჯანდაცვის არსებული არცერთი პროგრამა არ ანაზღაურებს, ამიტომ ოჯახი კონკრეტული შემოწირულობებისა და ერთჯერადი სახელმწიფო დახმარებების იმედად არის დარჩენილი. ნათელა მაჭავარიანმა მიღებული პრემიიდან თანხა ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად, ოჯახის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა.

ნათელა მაჭავარიანი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული თანხა დაეხმარება ჯაბას ოჯახს, პირველადი საჭიროების მედიკამენტების შესაძენად.


http://primetimenews.ge/