მესი გახმაურებულ ფაქტზე კომენტარს აკეთებს: “ასეთ რამეს პატარა ბავშვს არასდროს გავუკეთებ”


ბოსნიასთან მატჩის წინ გვირაბში მიმავალმა მესიმ პატარა ბიჭის გამოწვდილი ხელი ვერ დაიანახა და არ მიესალმა. ინტერნეტსივრცეში უამრავი ვიდეომასალა გავრცელდა. ზოგი ამბობდა, ლეო ბიჭს არ უყურებდა და ამიტომ ვერ შეამჩნიაო, ზოგიც მას ამპარტავნობას აბრალებდა.
აი, რას ამბობს ფეხბურთელი:” როგორ შემეძლო ბიჭს არ მივსალმებოდი? უბრალოდ, ვერ გავაანალიზე, რომ ისიც იქ იყო. სინამდვილეში, ორ ბავშვს ვესაუბრე იქ ყოფნისას. მეც მყავს პატარა შვილი. ასეთ რამეს ბავშვს არასდროს გავუკეთებ