ფუი ეშმაკს - ნარმანიას რეპლიკა "პორტირებულ ნაციონალებზე"

კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებით, მათ გვერდით არც ერთი ისეთი ადამიანი არ იქნება რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი.

როგორც ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ "რეაქციაში" სტუმრობისას ე.წ. "პორტირებულ ნაციონალებზე" საუბრისას ნარმანიამ რეპლიკით უპასუხა. რეპლიკა წამყვანისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.


- თქვენ ისროლეთ ახლა რეპლიკა "პორტირებულ ნაციონალებზე", "ფუი ეშმაკსო", თქვენ თქვით?

-რა თქმა უნდა  ჩვენს გვერდით არ იქნება, არც ერთი ისეთი ადამიანს რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი. რომელიც იყო იმ რეჟიმის წევრი რომელმაც 9 წლის განმავლობაში, დატანჯა ხალხი . 15 ივნისს ძალიან საინტერესო არჩევნები გველოდება წინ.

ნიკა მელია: თქვენ ფიქრობთ რომ მოგცემენ იმის საშუალებას დააკომპლექტოთ თქვენი გუნდი? მოგეცათ ამის საშუალება ინფრაქსტრუქტურის სამინისტროში?

დავით ნარმანია: რა თქმა, უნდა, რა თქმა უნდა. ჩვენი გუნდი დაკომპლექტდება იმ ადამიანებით ვიც ჩვენს გვერდით იდგა.