ბლოკი "თვითმმართველობა ხალს" ტელე-იმედის თოქ-შოუ "რეაქციაში", თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატების ტელე დებატებთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიას ღია წერილით მიმართავს.
"ღია წერილი ინგა გრიგოლიას! ქალბატონო ინგა, ზედმეტად სუბიექტური გადაცემა გამოგივიდათ, როდესაც 3 მილიონ მოსახლეობას პირდაპირ ეთერში უხსნით თუ რა პრინციპით არჩევთ მერობის კანდიდატებს.
იქნებ ცოტა მაინც შეგრცხვეთ, როდესაც ბლოკი "თვითმმართველობა ხალხს" მერობის კანდიდატს სერგო ჯავახიძეს არ ახსენებთ, ჩვენი ბლოკი ერთადერთი საარჩევნო სუბიექტია ოცნების შემდეგ სადაც ორი კვალიფიციური სუბიექტია გაწევრიანებული. თუ კვალიფიციურობის პრინციპს ითვალისწინებთ და პროფესიონალურად უდგებით გადაცემის დაგეგმვას, ამიხსენით რა პრინციპით არის უგულვებელყოფილი ჩვენი ბლოკი თვითმმართველობა ხალხს (ორი კვალიფიციური სუბიექტი სამართლინი საქართველოსთვის და ევროპელი დემოკრატები)... მაგარამ თქვენ შოუზე და პიარზე ხართ ორიენტირებული, ძალიან არაობიექტური გადაცემა გამოგივიდათ. ჩვენი ამომრჩეველები გვირეკავდნენ და გვეკითხებოდნენ, ინგამ კვალიფიკაცია რატომ ჩამოგვართვაო? პირდაპირ ეთერში თვალში ნაცარს ნუ გვაყრით!!!" - ნათქვამია ბლოკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბლოკი "თვითმმართველობა ხალხს" თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი სერგო ჯავახიძე მათი მისამართით მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს. როგორც ჯავახიძემ Prime Time News-ს განუცხადა, მის ბლოკში "ქართული ოცნების" შემდეგ ორი კვალიფიციური სუბიექტია.
"ეს უკვე გრძელდება დიდი ხანია. ორი კვირის წინ დავურეკე და ვკითხე ინგა გრიგოლიას რა პრინციპით ირჩეოდნენ ადამიანები, რომელთა მიწვევაც მის გადაცემაში ხდებოდა. ინგამ მითხრა, რომ ცოტა ადრე უნდა დამერეკა და მომიბოდიშა. გაირკვა, რომ ინგასთან მე არ მქონდა დარეკილი და ტყაბლაძე ყოველდღე ურეკავს. სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ასეთია, თუ მე "ნაციონალურ მოძრაობას" ვაგინებ მაშუქებს "იმედი" და თუ "ქართულ ოცნებას" ვაგინებ "რუსთავი 2". "ქართული ოცნების" შემდეგ ჩვენ ბლოკში ორი კვალიფიციური სუბიექტია. წუხელ მთელი ღამის მანძილზე მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ - რატომ არ გვაღიარებს ქალბატონი ინგა როგორც კვალიფიციურ სუბიექტს? ქალბატონო ინგა, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა. თუ კი მერობის კანდიდატების პროგრამაზეა საუბარი, ჩვენ კვალიფიციური პროგრამა გვაქვს. სამწუხაროა, რომ დღეს ასე იქმნება იმიჯი. მიზანმიმართულად ვიბლოკებით. მათ აინტერესებთ არა საქმე, არამედ შეურაცხყოფა. თუ მე მაგათი დამსახურებით უნდა მივიღო არჩევნებში ხმა, საერთოდ აღარ მინდა. ეს არის ხალხის არჩევანი და საბოლოო ჯამში ისინი იტყვიან თავიანთ სიტყვას." - აცხადებს სერგო ჯავახიძე.