სამხრეთ ოსეთში გადაღებულმა ვიდეომ სოციალური ქსელი დაიპყრო

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ თითქოს უკრაინული ჯარი ქალაქ სლავიანსკში ბმ-21 ,,გრადის“ ტიპის იარაღიდან ახორციელებს შეტევებს. ვიდეოს აქვს წარწერა: ,,შეტევა სლავიანსკზე. 09. 06. 2014“, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ვიდეო არა 2014 წელს და არა სლავიანსკში, არამედ 2008 წლის 9 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში, დაახლოებით დღის 14. 00 საათზეა გადაღებული. იგი სოციალურ ქსელში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა წარწერით: ,,რუსი რეაქციული დივიზიონის შეტევა ქართული ჯარის პოზიციებზე“. როგორც გაირკვა, რუსეთის პირველმა არხმა სლავიანსკის მოვლენების მიმოხილვისას სწორედ ეს ორი წლისწინანდელი ვიდეო გამოიყენა.