ინგა გრიგოლიას პირველი პაემანი და რომანი დაქალის შეყვარებულთან - "ეს მართლაც სამარცხვინო ფაქტი იყო"

ინგა გრიგოლია ბოლო პერიოდში თითქმის აღარ საუბრობს პირადი ცხოვრების შესახებ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტელეწამყვანს ჰყავს საყვარელი მამაკაცი, თუმცა მასთან ქორწინებას არ აპირებს. 
ახლანდელი ურთიერთობისგან განსხვავებით, გრიგოლია არ ასაიდუმლოებს გასული წლების სასიყვარულო გამოცდილებებს. წლების წინ ტელეწამყვანმა მის პირველ პაემანსა და დაქალის შეყვარებულთან გაბმულ რომანზე ჟურნალ "გზასთან" გულახდილად ისაუბრა.

ინგა გრიგოლიას პირველი პაემანი და რომანი დაქალის შეყვარებულთან


- პირველ სიყვარულს როგორ იხსენებ ხოლმე?
- საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, ყოველთვის ვიღაც მომწონდა. სერიოზულად კი, დაქალის შეყვარებული შემიყვარდა. ეს მართლაც სამარცხვინო ფაქტი იყო. მთელმა სკოლამ გაიგო. იცოდნენ ოჯახის წევრებმაც. დედაჩემი სკოლაში დაიბარეს და უთხრეს, რომ აღარ ვმეცადინეობდი... მოკლედ, ჩემს თავს ძალიან სამარცხვინო რამ ხდებოდა. მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. რუსულის გაკვეთილზე რომ მიძახებდა მასწავლებელი, ვეუბნებოდი, რომ გაკვეთილი არ ვიცოდი, მაგრამ ესენინის და ცვეტაევას ლექსებს წავიკითხავდი... მე თვითონაც დავიწყე ლექსების წერა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ამის შესხაებ არავინ იცოდა (დღემდე, მხოლოდ ერთ ჩემს დაქალს აქვს ეს ლექსი წაკითხული). რაც ყველაზე მთავარია, მე და ჩემს დაქალს იმ ბიჭის გამო არ გვიჩხუბია და დღემდე ვმეგობრობთ. იმ წლებს კი, სიცილით ვიხსენებთ ხოლმე. 

- მაინც როგორ შეგიყვარდა დაქალის შეყვარებული?
- არ ვიცი, ეს რატომ დამემართა. მერვე კლასში რომ ვიყავი, ჩემს დაქალს ერთი ბიჭი შეუყვარდა და მთელი დღეები მთელ სადაქალოს გვიყვებოდა, თუ როგორი კარგი ბიჭი უყვარდა. ერთ დღეს კი, მის გასაცნობად წამიყვანა. ის ბიჭი რომ ვნახე, უკვე იმდენად ახლობელი იყო ჩემთვის, რომ პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა და დავიწყე კეკლუცი. იმავე დღეს, ის ბიჭიც დაინტერესდა ჩემით და ფარულად ვხვდებოდით, ვიდრე ჩემმა დაქალმა არ გაიგო, ერთ მშვენიერ დღეს... მისი ძალზე მადლიერი ვარ, რადგან ეს ყველაფერი მან "გვერდზე ჩაატარა", თითქოს არაფერი მომხდარიყო.

- პირველი პაემანი იმ ბიჭთან გქონდა?
- ჩემი პირველი პაემანი პირველ სიყვარულს საერთოდ არ უკავშირდება. ჩემს ბავშვობაში, მთელ ქალაქში გაბატონებული იყო ტელეფონომანია, როგორც ახლა - მესიჯომანია. ვურეკავდით ხოლმე გოგონები ბიჭებს, ბიჭები - გოგონებს. ბიჭები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ შეხვედრაზე დავეთანხმებინეთ. ერთ-ერთ მათგანს პაემანზე დავთანხმდი, რადგან ძალიან კარგი ხმა ჰქონდა, თან ტელეფონით საინტერესოდაც ვსაუბრობდით. მე და ჩემი დაქალი გამოვიპრანჭეთ და დანიშნულ ადგილას, სპორტის სასახლესთან მივედით. მანამდე, როგორც რომანტიკოს ადამიანებს სჩვევიათ, უკვე წარმოვიდგინე, თუ როგორი იქნებოდა კარგი ხმის მქონე ბიჭი. მაგრამ რომ შევხვდი სრული შოკი განვიცადე: ის ბიჭი ნამდვილი კოშმარი იყო. მართალია, მას ყავის დასალევად გავყევით, მაგრამ ურთიერთობის გაგრძელება აღარ მოვინდომე. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ როგორც შემდეგ გაირკვა, ის ბიჭი არ იყო ის, ვისაც უნდა შევხვედროდით.

- პაემანზე მშობლებისგან დამალულად დადიოდი?
- არ ვიცი, როგორც ვახერხებდი ერთდროულად კარგად სწავლასაც და პაემნებზე სიარულსაც. ქართულის მასწავლებლის მეშინოდა, ბევრ დავალებას გვაძლევდა ხოლმე და ხშირად, ბილიოთეკებში ვიჯექი. მერე მივდიოდი შინ, ვიპრანჭებოდი და გავდიოდი. მამაჩემის ფაქტორიც უნდა გამეთვალისწინებინა, გარკვეული დროზე აუცილებლად სახლში უნდა მოვსულიყავი. მახსოვს, 

ერთხელ ძალიან დავაგვიანე შინ მოსვლა. მამაჩემის არ ვუცემივარ, მარამ ძალიან გამლანძღა. მამაჩემის ძალიან მეშინოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე-10 კლასში მაინც გავთხოვდი... ამიტომ ჩემს შვილს არაფერს ვუშლი. 

- პირველად ბიჭს როდის აკოცე?
- მე-10 კლასში გვთხოვდი და შესაბამისად, ჩემს ქმარს ვაკოცე პირველად.

- მე-10 კლასში გათხოვება რატომ გადაწყვიტე? თან, იმ პერიოდში ხომ დაქალის ყოფილი შეყვარებულიც გიყვარდა?..
- ხომ გითხარით - "გიჟი" ვარ-მეთქი (იცინის)?!. არ ვიცი, რატომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. ძალიან ექსცენტრიკული ვარ და ალბათ, ამიტომ გავთხოვდი 16 წლის ასაკში, თან - იმ დროს, როცა სხვა მიყვარდა... ახლა ვფიქრობ რომ მაშინ ძალიან დიდი სისულელე ჩავიდინე. თუმცა, ჩემს შვილს რომ ვუყურებ, აღარ ვნანობ ჩადენილ შეცდომას. ერთი კი ვიცი: ჩემს შვილს არაფრით მივცემ იმის ნებას, რომ 16 წლის ასაკში გათხოვდეს.


- გარეგნულად როგორი მამაკაცები მოგწონს?
- მომწონს მაღალი და შავგვრემანი მამაკაცები. ჩემს ცხვრებაში არ მახსენდება ისეთი მომენტი, რომ დაბალი, გამხდარი და ქერა ბიჭი მომწონებოდა. ჩემი და ხუმრობს ხოლმე – ინგას მსუქანი მამაკაცი მოსწონსო. მსუქანს ის კარგად ნავარჯიშებ ბიჭებს ეძახის.

- ბოლოს იქნებ, თინეიჯერ გოგონებს რჩევაც მისცე, რომელიც პირველ პაემანზე წასვლის წინ გამოადგებათ...
- როცა მე სხვისი რჩევა გამიზიარებია, ყოველთვის წამიგია. ამიტომ აზრი არა აქვს, რომ ვინმეს რაიმე ვურჩიო. ჯობია, გულს მიენდონ და პაემანზე ძალიან ლამაზები მივიდნენ.

მერი კობიაშვილი  http://www.ambebi.ge/