„რატომ არ ესწრება ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, კოალიცია “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატის შოთა მურღულიას წინასაარჩევნო კამპანიას,” –ამ შეკითხვით სანიკიძის ბიუროს ხელმძღვანელს გელა გაბადაძეს მივმართეთ.
როგორც გელა გაბადაძემ განაცხადა, გუბაზ სანიკიძემ ჯანმრთელობის გართულების გამო, ერთი კვირის განმავლობაში ორი ოპერაცია გაიკეთა, თუმცა იგი არ აკონკრეტებს სანიკიძემ რისი ოპერაცია გაიკეთა.
“ზუსტად არ ვიცი, სანიკიძემ რისი ოპერაცია გაიკეთა. ამას წინათ მის მეუღლეს ვესაუბრე, მან მითხრა, რომ გუბაზ სანიკიძემ ოპერაცია გაიკეთა, რომელიც გაურთულდა და ხელმეორედ გადაიყვანეს საავადმყოფოში.ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ჯანმრთელობის გაუარესების გამო, შოთა მურღულიას შეხვედრებს ვერ ესწრება,”–განმარტა გაბადაძემ.
ინფორმაციას kutaisitoday.com ავრცელებს.