”მე ის გავაუპატიურე, მისი სიცოცხლე რომ გადამერჩინა”

ასე იმართლა თავი იუტას შტატის მცხოვრებმა 50 წლის მამაკაცმა, რომელსაც სასამართლოზე ბრალი 29 წლის მეზობლის გაუპატიურებისათვის წაუყენეს.

 "მე ის თავის სახლთან გონებადაკარგლი ვიპოვე. ის აბსოლუტურად გაყინული იყო. მე ის ჩემს სახლში შევიყვანე, ტანსაცმელი გამოვუცვალე, დავაწვინე და ყველა ხერხით ვცდილობდი გამეთბო, მაგრამ ამაოდ," - ასე ჰყვება როჯერ უილიამ კელი ამ ისტორიას.


მისი სიტყვებით, მას შემდეგ, რაც გათბობის ყველა ხერხი  სცადა, იგი მეზობელთან სექსით დაკავდა - "ვიფიქრე, ეს მისი სხეულის ტემპერატურას ასწევდა".

 გონსმოსულმა ქალბატონმა პოლიციაში განაცხადა, რომ ის გააუპატიურეს. "გონს მეზობილს სახლში მოვედი. ტანზე მისი ტანსაცმელი მეცვა და ჩალურჯებები მეტყობოდა," - აცხადებს გოგონა.

 კელის განცხადებით, მას ადრეც ჰქონია სექსი თავის მეზობელთან. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, იყო თუ არა დაზარალებული მართლაც გაუპატიურებული. მათი განცხადებით, ყველა კვალი ძალადობის გამქრალი იყო.