ირინა სარიშვილი: მარგველაშვილი რატომ აცდუნეთ?!

პარტია „იმედის“ ლიდერი, ირინა სარიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით მორიგ განცხადებას აკეთებს. სარიშვილი აღნიშნავს, რომ მარგველაშვილის გაპრეზიდენტების მომხრე არ ყოფილა, თუმცა დღეს პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულება მისთვის მიუღებელია.

„არასოდეს მარგველაშვილის გაპრეზიდენტების მომხრე არ ვყოფილვარ და არც ხმა მიმიცია მისთვის (არც სხვისთვის). მაგრამ დღეს რომ საკუთარი გუნდი ებრძვის და იმპიჩმენტით ემუქრება, ეს რას ნიშნავს?!! რა შეამჩნიეთ ახალი, ბატონებო და ქალბატონებო, რომ ასე აღარ მოგწონთ?!! ან მაშინ თავიდან რას ერჩოდით, იყო კაცი თავისთვის, თავისუფალი, გაყინული ღიმილის გარეშე, თავის გარემოში!!! რატომ აცდუნეთ?!! არაფერი ადამიანური თქვენში არ არის – ასეა ეს!!!” - წერს ირინა სარიშვილი.