აშშ-ის საელჩოს სპეციალური მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

აშშ-ის საელჩო ხელისუფლებას არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის და საარჩევნო კომისიების თანამშრომლებზე აგრესიის ფაქტების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიური წარმომადგენლეობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.


„ადგილობრივი თვითმმართველობების მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ცნობებს 15 ივნისის მუნიციპალური არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტების
, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და კონკრეტულ ადგილებში, საარჩევნო კომისიების თანამშრომლებზე აგრესიის შესახებ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები და გადადგას ნაბიჯები, როგორც ტექნიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოს ამ არჩევნებში საერთაშორისოდ აღიარებული იმ მაღალი სტანდარტების დაცვა, რომლითაც ბოლო ორი არჩევნები გამოირჩა. მთავრობისთვის, თითოეული პარტიისა და საარჩევნო ოლქისთვის მნიშვნელოვანია, შეიტანოს საკუთარი წვლილი ამ რეგიონში დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.