"35 წლის კაცის ნარკომანობა უკვე სამარცხვინოა, ყველას გვიყვარდა კოტე" - ვახტანგ რჩეულიშვილი

ვახტანგ რჩეულიშვილი მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება:

""საქართველო მძიმე ნარკოტიკების გარეშე"
კოტე თოლორდავა კაიფში "გაიპარაო"...საშინელებაა.....უბედნიერესი ოჯახი ერთ წუთში დაიღუპა. 35 წლის კაცის ნარკომანობა უკვე სამარცხვინოა - იმდენი ჭკუა კი უნდა გქონდეს, რომ შენს თავს აღარ ეკუთვნი მარტო. პლანს კიდევ რა უჭირს - არ კლავს მაინც, მაგრამ მძიმე ნარკოტიკი პირდაპირ მკვლელია! დამსკდარი გვაქვს გულები მთელს ოჯახს.



ყველას გვიყვარდა კოტე, მისი არაჩვეულებრივი მეუღლე... მანამდე "კორო" დავკარგეთ - ლევან კორინთელი, ახალი ქართული კინოს ნამდვილი ლოკომოტივი. ნერკომანიის წინაშე ყველა უძლურები ვართ.... მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეიძლება

ამ სენთან ბრძოლა. ყველა უნდა ჩავებათ ამ ბრძოლაში და ეს პოსტიც ჩემი პირველი ნაბიჯია. ვიხსენებ ჩემს ძველ პარტიულ ლოზუნგს "საქართველო ნარკომანიის გარეშე" მცირედი შესწორებით " საქართველო მძიმე ნარკოტიკების გარეშე". ახლო წარსულში ჩვენ ვნახეთ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. არ დავყაროთ ფარხმალი" - წერს რჩეულიშვილი.