კახა კალაძე: ვფიქრობ, პრემიერის განცხადება მექანიკური შეცდომა იყო

ვიცე პრემიერმა, კახა კალაძემ სამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრემიერის განცხადებას მექანიკურ შეცდომად მიიჩნევს.


 „ თუ თავიდან ბოლომდე ნახავთ პრემიერის სიტყვას, ის ამბობს, არ უნდა დავუშვათ, რომ გაიმარჯვოს სხვა პოლიტიკურმა ძალამ და ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს იმის მოტივი, რომ  ყველგან იყვნენ გამარჯვებულები, ასევე ჩვენც გვინდა, რომ ყველგან გავიმარჯვოთ. პრემიერის   განცხადება, ვფიქრობ,  მექანიკური შეცდომა იყო", - განაცხადა კახა კალაძემ.