ტრანსგენდერი მაცაცოს მუქარა ლგბტ პარლამენტარებს: "არ მოვერიდები მათ საჯაროდ დასახელებას"

ტრანსგენდერი გიორგი ჩხარტიშვილი, რომელიც საზოგადოებას მაცაცოს მეტსახელით გაეცნო, მედიასაშუალებებს მისი განცხადების გავრცელების თხოვნით მიმართავს. 
აღნიშნულ განცხადებაში გიორგი ჩხარტიშვილი უარყოფს რამდენიმე დღის წინ, ზოგიერთი ინტერნეტპორტალის მიერ, მისი სახელით გავრცელებულ  განცხადებას, რომლის თანახმად, გიორგი ჩხარტიშვილი დათა ახალაიას ადვოკატს ლგბტ თემის წევრობასა და წარსულში ნასამართლეობას აბრალებდა. Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ ტრანსგენდერის განცხადებას. 


"რამდენიმე დღეა საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით ვრცელდება ჩემი სახელით გაკეთებული კომენტარი დათა ახალაიას ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის ლგბტ თემის წევრობისა და წარსულში ნასამართლეობის შესახებ.

მინდა საზოგადოებას ვაცნობო და განვმარტო, რომ აღნიშნული განცხადება არ არის ჩემს მიერ გაკეთებული, და გავრცელებულია ჩემი სახელისა და გვარის გამოყენებით ჩემთან შეთანხმების გარეშე.

მე ვარ სრულიად თავისუფალი ადამიანი თავისუფალ სამყაროში. მე არასოდეს მოვერიდები მთავრობის, ან პარლამენტის შემადგენლობაში გამოვავლინო და საჯაროდ დავასახელო ლგბტ თემის წევრები, რომლებსაც სახეზე ნიღბები აქვთ გაკეთებულები, და როგორც თავის თავს, ისე ხალხსაც ატყუებენ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირაკლი ზაქ

არეიშვილთან მიმართებაში გავრცელებული ნიუსი არ წარმოადგენს ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ამავდროულად მინდა ყველა მედია საშუალებას მოვუწოდო თავი შეიკავონ ისეთი გაცხადებების გავრცელებისაგან, რომელიც არ არის პირადად ჩემთან შეთანხმებული, ან არ აქვთ მიღებული პირადად ჩემთან კომუნიკაციის შედეგად.

ვინაიდან ვარ საქართველოში ერთ -ერთი ცნობილი ლგბტ თემს წევრი, რომელიც ღიად საუბრობს და ისაუბრებს სხვადასხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩემი ფეისბუქის გვერდი არაერთხელ გამხდარა კიბერ თავდასხმის მსხვერპლი. შესაბამისად, გთხოვთ მედიის საშუალებებმა პირადად ჩემთან სატელეფონო კომუნიკაციის გარეშე არ დაუშვან პროვოკაციული შინაარსის განცხადებების გავრცელება, რომელმაც შესაძლოა, უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს", - ნათქვამია გიორგი ჩხარტიშვილის, იგივე მაცაცოს განცხადებაში.