სკანდალური სია - ვინ ემზადება თბილისში კიევური „მაიდნის“ მოსაწყობად?!

არასამთავრობო ორგანიზაცია „მამული, ენა, სარწმუნოების“ ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი უცხოელი და ქართველი აქტივისტების იმ სიას აქვეყნებს, რომლებიც საქართველოში „მაიდნის“ მოსაწყობად ემზადებიან. 
„არსებობს ასეთი ორგანიზაცია - „დრონი“, რომელიც 10 წელია, ფუნქციონირებს. ამა წლის იანვარში ამ ორგანიზაციამ დიღმის ერთ-ერთ რესტორანში 10 წლის იუბილე აღნიშნა. რომელიც შემდეგ სექსუალურ ორგიაში გადაიზარდა, რისი ამსახველი ვიდეო კადრებიც მე ხელთ მაქვს და საჭიროების შემთხვევაში, გამოვაქვეყნებ კიდეც. ჰყავთ როგორც ლესბოსელები, ასევე გეები. იქ მისულ ახალგაზრდებს მარიხუანას აწევინებენ, „ბიოსაც“ აძლევენ, დისკოთეკებში, ღამის კლუბებში  დაჰყავთ და ასე იზიდავენ! ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ორგანიზაცია „დრონი“ ახალგაზრდებს ამზადებს იმისთვის, რომ მიმდინარე წლის  შემოდგომაზე თბილისში განხორციელდეს უკრაინული ევრომაიდნის სცენარი.


ამ ორგანიზაციას, „ნაციონალების“ გარდა, ფულს აძლევენ ის პოლონური და გერმანული ფონდები, რომლებიც აფინანსებენ კიევში კლიჩკოს პარტიის ახალგაზრდულ ფრთას!

მე მაქვს ფოტო, რომელზეც გამოსახულნი არიან კიევში, კლიჩკოს პარტია „უდარის“ ოფისში მყოფი ”ნაციონალები” გიორგი ვაშაძე და დავით საყვარელიძე.

ორგანიზაცია „დრონის“ წარმომადგენლებიც  ახლო კავშირში ”ნაცმოძრაობის” ფრთასათან და ერთობლივად ემზადებიან უკრაინული „მაიდნის“ მოდელის თბილისში გადმოსატანად.

მე ხელთ მაქვს იმ უცხოელი ტრენერების სია, რომლებიც დროდადრო თბილისში ჩამოდიან  და ტრენინგებს უტარებენ  ორგანიზაცია „დრონის“ წევრებს. ასევე მაქვს ე.წ ოცმეთაურების სია, რომლებიც ცალ-ცალკე ჯგუფებს ხელმძღვანელობენ და საბოლოო ჯამში, დავალებული აქვთ, 500 ახალგაზრდის მომზადება თბილისური მაიდნისთვის. მე შემიძლია ექსკლუზიურად გადმოიგცეთ ეს სია!

უცხოელი ტრენერები. რომლებიც თბილისში ჩამოდიან და ტრენინგებს ატარებენ:

სუდაბა ალიევა (აზერბაიჯანი); ჰაკიმ ალასგაროვი (აზერბაიჯანი); მიხეილ ჰოჰნი (ჩეხეთი); დოროთა სიომპულიკოვა (ჩეხეთი);  ლაურა შტერნჰენი (გერმანია); კლარკა ბაზანტოვა (ჩეხათი); ფუილიპ გაბორი (სლოვაკეთი); კონსტანტინა ნტოგკა (საბერძნეთი); მარკო ზულიჩი(ხორვატია); ივანა ჰერცეგი (ხპორვატია);  იულია ზაიცევა( უკრაინა); ასტი მიჩოუ (საბერძნეთი); ალექსანდრუ სტეფან სერბანესკუ(რუმინეთი); აჰმედ ელფეკი(ეგვიპტე);  და სხვა.

სია გაცილებით გრძელია ის 57 ადამიანისგან შედგება. ორგანიზაციის ქართველი ლიდერები კი არიან:

დიტო კურტანიძე, ნიკა მირზიაშვილი, თორნიკე მუსერიძე, გიორგი სანიკიძე, დავით დოლბაძე, გიორგი დანელია, ფატი მუმლაძე, ვაჟა  ხეცურიანი, გიორგი სურგულაძე, თამარ ასათიანი, გიორგი აგირბაია, მარიამ გაბრიელიძე, კონსტანტინე მამისეიშვილი, მარი კივაძე, მარი მიქელაძე, თეო ჩივაძე გოგა გოგოლაშვილი, ქეთი კალანდაძე, დავით დაიაური, ნუცა ვაშაკიძე, მაკა შულაია, თამო ონიანი, თეოფილე ქორიძე, სალომე გუგუნაშვილი, თათა ბერაია“, - ამბობს სადღობელაშვილი „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.



"ასავალ-დასავალი"



skandal.ge