ავარიამ ძმები ერთმანეთს გააცნო

არაბული პორტალის Al Bawaba ცნობით, საუდის არაბეთში ავტოავარიამ გააცნო ძმები, რომლებმაც ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ორი მანქანა ერთმანეთს ერ-რიადისა და მედინას შემაერთებელ გზაზე დაეჯახა, რასაც მძოლებს შორის ცხარე შელაპარაკება მოჰყვა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა საბუთები შეამოწმეს და დაინტერესდნენ ძმები ასე ცხარედ რატომ კამათობდნენ.


გაირკვა, რომ მძღოლები ერთიდაიგივე მამაკაცის სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეუღლესაგან შეძენილი ვაჟები არიან. ამ აღმოჩენის შემდეგ ძმები შერიგდნენ და ერთად გაემართნენ მამის სანახავად.