წარმოგიდგენთ ყველაზე მდიდარი ქართველი ვარსკვლავების რეიტინგს. რეიტინგს უპირობოდ ბერა ივანიშვილი ლიდერობს.
ბერა ივანიშვილი
ყოფილი პრემიერის ვაჟის საკუთრებაშია არაერთი საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, ასევე საჩხერეში. ქვეყნის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა დაახლოებით 60-მდე უძრავი ქონების მფლობელია. გასულ წელს ბერას მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, რეპერმა 5 860 550 ლარი დახარჯა. ბერა ივანიშვილი საკუთარ ტელევიზიასაც ფლობს.
ქეთი მელუა
ორი წლის წინ, 30 წლამდე ასაკის ბრიტანელი მილიონერი მომღერლების სიაში, რომელიც The Sunday Times-მა გამოაქვეყნა, ქართველი მომღერალი ქეთი მელუა მეორე ადგილზე მოხვდა. გამოცემის ცნობით, ქეთი მელუა 12 მილიონი გირვანქა სტერლინგის მფლობელია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში ბრიტანეთის ყველაზე მდიდარმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ სამოსს ძველმანების მაღაზიებში ყიდულობს. ქართველი მუსიკოსი 1984 წელს ქუთაისში დაიბადა, თავდაპირველად თბილისში იზრდებოდა ბებიასთან, შემდეგ კი ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამა კარდიოლოგად მუშაობდა. საქართველოდან მელუების ოჯახი 1993 წელს წავიდა ბელფასტში. 1998 წელს კი ირლანდიიდან ბრიტანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ქეთიმ კათოლიკური სკოლა და დომინიკური კოლეჯი დაამთავრა, მისი ძმა კი პროტესტანტულ სკოლაში სწავლობდა. რამდენიმე წლის წინ მელუამ მსოფლიო ჩემპიონ ჯეიმს ტოუსლენდზე იქორწინა, მაგრამ მათი ოჯახი მალე დაინგრა. ქეთი ხშირად ჩამოდის საქართველოში.
ქეთა თოფურია
ზუსტად რა ოდენობისაა მისი ქონება არავინ იცის, მაგრამ ქეთა თოფურია რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალია. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თოფურიამ განაცხადა, მან საკუთარი შრომით იყიდა საოცნებო სახლი მოსკოვის ცენტრში და საოცნებო მანქანა. ზაფხულში ქეთამ ებრაელ ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იქორწინა, რომელიც თვითმფრინავში გაიცნო. გავრცელებული ინფორმაციით, ლევ გეიხმანი ნავთობის ბიზნესშია ჩართული და სურს ბიზნესსაქმიანობაში ქეთაც ჩართოს.
ჯაბა ქარსელაძე
ჯაბა ქარსელაძის ქონებაზე თბილისში ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ ძალიან მდიდარია და მამამისი, სოსო ქარსელაძე მილიონერია. ამ ინფორმაციის თანახმად, სოსო ქარსელაძე ორი კაზინოს მფლობელი იყო, 18 წლის ასაკში შვილს "იაგუარი" უყიდა, მაგრამ ჯაბამ გასაღები არ გამოართვა. რამდენიმე წლის წინ, ქარსელაძემ სიმღერას თავი დაანება და მას შემდეგ მთელ დროს სწავლას უთმობს - "სიმდიდრის მართვის" ფაკულტეტი დაამთავრა მონაკოში. უკვე ოთხი წელია უცხოეთში ცხოვრობს და თბილისში ხშირად, მაგრამ ცოტა ხნით ჩამოდის. საზღვარგარეთ წასვლის გამო ჯაბას ლექტორის თანამდებობის დათმობაც მოუწია, ის კავკასიის ბიზნესსკოლაში ასწავლიდა. ჯაბამ საფრანგეთში ცხოვრებისას სექსის კურსებიც გაიარა. ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქარსელაძე დამოუკიდებელი ადამიანია, ღამით სათამაშო დათუნიასთან იძინებს.
შორენა ბეგაშვილი
მსახიობი შორენა ბეგაშვილის ისტორია ძალიან ჰგავს უცხოელი ვარსკვლავების ამბავს, რომლებმაც წარმატებული კარიერა და ფული რთული გზით იშოვეს. შორენა პატარა ასაკში გათხოვდა, დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. ოჯახი რომ ერჩინა, არანაირ სამუშაოზე უარს არ ამბობდა, ამბობენ, რომ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურშიც მუშაობდა. თუმცა "პლეიბოიში" გადაღების შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა, ფოტოობიექტივის წინ გაშიშვლებამ მას წარმატება მოუტანა, ამას მოჰყვა ფილმები, გადაცემები. თუმცა მას შემდეგ, რაც მაღალანაზღაურებადი მსახიობი და ტელეწამყვანი გახდა, თამამ როლებზე უარს ამბობს. ქართველ მსახიობს გადასაღებად იწვევენ სხვა ქვეყნებშიც. გავრცელებული ინფორმაციით, ბეგაშვილი კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებს.
ლელა წურწუმია
ლელა წურწუმია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მომღერალია. ამბობენ, რომ სიმღერის პარალელურად, ლელა წურწუმიას და მამულიჩას ოჯახს ბიზნესიც აქვს. ისინი ვაკეში ცხოვრობენ - "ვარსკვლავების სახლში", წურწუმიას დაცვა და მძღოლი ემსახურება, ძვირადღირებული მანქანა ჰყავს. აქვს საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია.
ნინო ჩხეიძე
მომღერალი ნინო ჩხეიძე საზოგადოების ყურადღებას ძვირადღირებული სამოსით იქცევს. საუბრობენ, რომ ის "შანელის" მაღაზიის VIP კლიენტია საქართველოდან. გავრცელებული ინფორმაციით, ნინო მაღაზია "პიერ კარდენის" და ორი რადიოს მფლობელია. მისი მეუღლე კი ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილია, რომელიც კომპიუტერული მაღაზიების ქსელს ფლობს, აქვს სხვა ბიზნესიც.
თამარ ბოჭორიშვილი, ambebi.ge