68 წლის მამაკაცის და 15 წლის გოგონას ფლირტის დეტალები - რა მოხდა ოზურგეთში


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 68 წლის მამაკაცს, პენსიონერს, რომელიც ამავე სოფლის სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლიდა, თავის თანასოფლელ, არასრულწლოვან გოგონასთან, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა სასიყვარულო მესიჯების გაგზავნასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. მამაკაცი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია. აღნიშნული ფაქტი "გურია ნიუსთან" სკოლის დირექტორმა დაადასტურა.
სკოლის დირექტორი: რამდენიმე დღის წინ, მოვიდა ჩემთან ჩვენს სოფელში მცხოვრები დედა და შვილი და მითხრეს, რომ ჩემი თანამშრომელი ბავშვთან ურთიერთობისას ძალიან არაკორექტული და ცუდი მიწერ-მოწერით იყო დაკავებული. მოიტანა ტელეფონი, სადაც დაფიქსირებული იყო ეს მესიჯები, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერაფერი ვერ წავიკითხე, იყო ძალიან ცუდი მესიჯები, შემაძრწუნებელი, სერიოზულად ცუდად გავხვდი, სთხოვდა, რომ ბავშვს, რომელსაც ასე ვთქვათ შეყვარებული ჰყავდა, დაენებებინა მისთვის თავი და ეს უფრო მეტ სიამოვნებას მიანიჭებდა თურმე.



კაცი არის 68 წლის, ბავშვი კი 15 -ან 16 წლის, დედამ მოითხოვა, რომ ასეთ მასწავლებელს სკოლა დაეტოვებინა, ეს ლოგიკურიც იყო. ეს ბავშვი არის არასრულწლოვანი, მე- 9 კლასიდან არის გასული. მეუბნებოდა, რომ ძალიან ცუდად იყო როცა ქუჩაში ხედავდა აღნიშნულ პიროვნებას. მე გავესაუბრე მასწავლებელს, მან ფაქტიურად ვერ იუარა ეს ფაქტები და თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ.

"გურია ნიუსი" აღნიშნულ პიროვნებას დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ეს ქმედება მიზანმიმართულად არ ჩაუდენია და თავისი საქციელის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს.

68 წლის მამაკაცი: "კი ბატონო გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან, დავტოვე ჩემი სურვილით, დიახ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ სრულიად შემთხვევით და არა გამიზნულად. გულწრფელად გეუბნებით, მაპატიეთ, მაგრამ ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში, ტელეფონის ნომერი ამერია, ვიღაც ქალი მირეკავდა და შემთხვევით ავკრიფე მაგ ბავშვის ნომერი. მე ვგრძნობ ჩემს დანაშაულს, ვგრძნობ, რომ მორალურად არ ვიყავი მართალი, ამიტომ მოვითხოვე სამსახურიდან გათავისუფლება, ვინანიებ, ნამდვილად რომ ასე მომივიდა. ჩემი ქმედება არის არასწორი, არ აქვს მნიშვნელობა შემთხვევით მოხდა თუ არაგამიზნულად.

ჩვენი საუბრები გრძელდებოდა, მაგრამ მე არ ვახდენდი არანაირ ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

ჟანა მეგრელიშვილი 

http://www.gurianews.com/